რეგისტრირებული ფაქტები82216
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ვიქტორ ყიფიანი, ვასილ ხვედელიძე, გიორგი ხუციშვილი, ალექსანდრე ხმალაძე და პლატონ ივანეს ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ერასტი აბრამიშვილი, ვასილ ახალკაცი, ვანო გელაშვილი, იაგორ დინარაძე და გიორგი თაქთაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და სერგი რომანოზის ძე გორგაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს დავით თაყაიშვილი, სოლომონ თვარაძე, ლექსო თედიაშვილი, ივანე კანდაუროვი და ილარიონ ნიკოლოზის ძე კურტანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს იასონ მაისურაძე, ივანე მელნიკოვი, მარიამ მესხიძე, გიგო მეტრეველი და ალექსანდრე ნოზაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1881-1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ალექსანდრე ჩიქოვანი საწევროს 20-20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის წინადადება ფასიანი ბილეთების შესანახად ყუთის შეძენის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა და ყველა ფასიანი ქაღალდის სახალხო ბანკში შენახვა გადაწყვიტა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა და საისტორიო საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი ქართული გიმნაზიის შენობაში იყო მოთავსებული. გიმნაზიის გამგე კომიტეტმა სამუზეუმო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას დიდი, მშრალი და ნათელი ოთახი დაუთმო შენობის ზედა სართულზე. ამ ოთახებში წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის მოთავსებაც შესაძლებელი იყო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის გორგაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სამუზეუმო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და წიგნსაცავი იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო იყო საკუთარი გამგე ჰყოლოდა. მათი თქმით, ასეთივე გამგე დასჭირდებოდა წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმსაც. გამგედ შესაფერისი ადამიანი იყო საჭირო, თან იმდენად თავისუფალი, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკაში ყოველდღე ყოფილიყო და საქმეებისთვის ეხელმძღვანელა, მაგრამ გამგის დანიშვნა უსახსრობის გამო არც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებასა და არც წერა-კითხვის საზოგადოებას არ შეეძლო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 10 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე საბჭომ გადაწყვიტა წერა-კითხვის საზოგადოებისთვის შემდეგი წინადადებით მიემართა: მათი წიგნსაცავ-მუზეუმი მოეთავსებინათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმთან ერთად შემდეგი პირობით: 1. წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკასა და მუზეუმს ჰქონოდათ საკუთარი კატალოგები (როგორც ჰქონდათ), 2. ორივე საზოგადოების მუზეუმი წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებაში დარჩენილიყო, 3. ორივე ბიბლიოთეკისა და მუზეუმის გამგედ ორივე საზოგადოების საბჭოსა და გამგეობას მოეწვია ერთი პირი, 4. საჭირო ხარჯები ორივე საზოგადოებას უნდა გაეღო. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ გამოცემა გადაწყვიტა. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას ატყობინებენ, რომ 1909 წლის 15 მარტს ადგილობრივი მთავრობის ნებართვით შეკრებილმა მაზრის მცხოვრებლებმა დააფუძნეს ახალციხის ფილიალი, რათა მესხეთის ქართველობამ აღიდგინოს დავიწყებული დედაენა. წერილს ხელს აწერენ: თამარ ვაჩნაძისა, მიხეილ კვალიაშვილი, პეტრე ხუნდაძე, ბარბარე ღოღობერიძისა, ალ. ხერხეულიძე, ანნა ტერ-გრიგოროვისა, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, ვლადიმერ დაფქვიაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, ქ. ხახუტაშვილი, იოსებ მაისურაძე, ალექსანდრე ციხითათრიშვილი, ოქროპირ გვარამაძე, დეკანოზი დიმიტრი ხახუტაშვილი, ივლიანე ლასხიშვილი, გიორგი ღოღობერიძე, ვასო მამფორია, კონსტანტინე გვარამაძე, სოფრონ ზედგინიძე, ანა ზედგინიძისა, გ. გელაძე, ვერა დაფქვიაშვილისა, ეფემია გვარამაძისა, ალექსანდრე სულხანიშვილი, არტემ აზნაუროვი, ფრანც დურგალიშვილი, მიხაილ დურგალიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე სენაკისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის წარმომადგენლებმა გამგეობას წარუდგინეს სკოლების ანგარიში, რომელთა განხილვა გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომაზე გამგეობამ თონეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილს გადასცა 6 მანეთი, იაკობ გოგებაშვილს გადასცეს 376 მანეთი წიგნებისა და რვეულების ანგარიშში, ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკას გრიგოლ ბურჭულაძის ხელით გაეგზავნა 36 მანეთი, გაიცა ვასილ ბეჟანეიშვილთან წიგნების გასაგზავნი 88 კაპიკი და ასევე დაიხარჯა თანხა საზოგადოების სხვადასხვა გადასახადებზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და ამავე სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს მასწავლებლად დაენიშნათ შემდეგი პირები: სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია გრიგოლის ძე სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე გიორგის ძე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ ეგნატეს ძე კიკალეიშვილი, ნინო პეტრეს ასული ნოიტაკი და კონსტანტინე ელიზბარის ძე კიკიანი. გამგეობას აღნიშნული მოხსენებები არ განუხილავს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა: ოლივერ უორდროპმა ანტიკვარს, რომელიც მას „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების შეძენას სთავაზობდა, აცნობა, რომ სურათები ამოჭრილი იყო წერეთლის ხელნაწერიდან, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ეკუთვნოდა და სურათებს მხოლოდ იმიტომ იყიდდა, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისთვის დაებრუნებინა. მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ და უორდროპმა სურათები ოქსფორდიდან ისევ პარიზში გაუგზავნა სურათების პატრონს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 27 ოქტომბერს ოზურგეთში გაიმართა ილია ჭავჭავაძის სალიტერატურო საღამო. შემოსული თანხა – 110 მან. და 63 კაპ. – დიმიტრი ერისთავმა გაზეთ „ისრის“ რედაქციას გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისთვის წიგნების კარადების გადასაკეთებლად და სხვა საჭირო ხარჯისთვის 238 მანეთი სამუზეუმო თანხიდან მიეცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს სამუზეუმო სექციის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში გადასატანად საჭირო იყო წიგნების კარადების გადაკეთება, დურგალი კი ამ ყველაფრისთვის ჩვიდმეტ თუმანს თხოულობდა. ასევე დერეფნის კედელი უნდა დაეხშოთ და აგურის კედელი გაეკეთებინათ. აღნიშნული საქმისთვის სულ 238 მანეთი იყო საჭირო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად წერა-კითხვის საზოგადოებამ მას 32000 მანეთი, ხოლო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარემ 5000 მანეთი გადასცა. იქვე უთითებს ანგარიშს თუ რისთვის და რამდენი დახარჯა აღნიშნული თანხიდან.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების რამდენიმე წევრის განცხადება, რომ მოეწვიათ კრება და ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე, თუმცა გამგეობამ ეს საკითხი არ განიხილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის გუბერნიის განცხადება, რომ ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. ეს საკითხი გამგეობას არ განუხილავს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის ადგილობრივი საზოგადოების მოხსენება, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ სენაკის სკოლის ინსპექტორის საქმე. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.