რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ავტორობა
1894-1895 წლების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავის ადგილი მოცულობით ძალიან პატარა იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სურდა წიგნსაცავისთვის უფრო დიდი და უსაფრთხო ადგილი მოეძებნა, თუმცა გამგეობის იმედი, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელ ადგილს იშოვიდა არ გამართლდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ძველ ნივთებს, ფულებს და წიგნებს იმ იმედით აგროვებდა, რომ შეძლებდა საკუთარი მუზეუმის აშენებას და მათ სხვა არქეოლოგიურ ნივთებთან ერთად მოათავსებდა. გამგეობამ მომავალი მუზეუმის გეგმა არქიტექტორს შეადგენინა და აპირებდა იმ პირისთვის გაეგზავნა, რომელიც მუზეუმისთვის ადგილის შემოწირვას დაპირდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დუშეთში გახსნილ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნსაცავის გამგეობამ, რომ მათ გაუგზავნონ წიგნები და ნივთები, რომელიც განსვენებულმა როინაშვილმა კანცელარიაში დატოვა. გამგეობამ ნივთების გასაგზავნად 2 თუმანი გადადო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორი ასაჩივრებდა გამგეობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას – ქართულად სწავლებას და საზოგადოების დახურვას მოითხოვდა. ამ შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა გამგეობამ დათმო თავისი პოზიცია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამეგრელოში მცხოვრებმა 136-მა თავადაზნაურმა, რომ სენაკის სკოლის საქმე ხელახლა განეხილათ. გამგეობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა რომ გომარეთის სკოლაში მასწავლებლობაზე უარი განაცხადა ეკატერინე რუსიეშვილმა. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ეკატერინე რუსეიშვილის მაგივრად გომარეთის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნა მიხეილ კლიმიაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობამ კავკავის სკოლის ინსპექტორს მესამე მასწავლებლის თანამდებობაზე დასანიშნად შესთავაზა ეკატერინე რუსიეშვილის კანდიდატურა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის კომიტეტის შუამდგომლობა, რომ სკოლაში მოეწვიათ მესამე მასწავლებელი, რომლის ხელფასისათვის გამგეობას კომიტეტისთვის წელიწადში უნდა მიეცა 300 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა კომიტეტის შუამდგომლობა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წერილი, რომ გამგეობამ კავკავის სკოლაში უნდა მოიწვიოს მესამე მასწავლებელი, რომლის ხელფასისათვის კომიტეტს წელიწადში უნდა გადასცენ 300 მანეთი. ეს საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მიხეილ საბინინისთვის უნდა ეცნობებინათ პასუხი მის მიერ გამოგზავნილი კლიშეების თაობაზე. გამგეობამ შეიძინა კლიშეები და მიხეილ საბინინს გაუგზავნა მათი საფასური 600 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში პირველიდან 14 სექტემბრამდე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობას ევტიხი მამინაიშვილმა სვანეთში სკოლის გახსნა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, სვანეთის სოფელ ჩოლურში გაეხსნათ სასწავლებელი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, კიტა აბაშიძე და დავით კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ სკოლების დათვალიერების საქმე არ იყო ორგანიზებული. მისი აზრით, არ შეიძლებოდა 16 სკოლიდან მხოლოდ 4 დათვალიერებულიყო. გამგეობას გარეშე პირისათვის უნდა დაევალებინა სკოლების შემოწმება.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ილია თუხარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ფოტოსახელოსნოში ხაზინადრის ახლად გათავისუფლებულ ადგილს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა ელისაბედ მესხიშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, ივანე ჯაჯანაშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძის, სოფიო ედილაშვილის, ქვრივი ვერა გლაშჩინსკისა და იოსებ ცხვედაძის თხოვნები ფოტოსახელოსნოს ახლად გათავისუფლებული ხაზინადრის ადგილის დაკავების შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძის წინადადებით გადაწყდა, გამოეწერათ 60 მან. ღირებულების გერმანული ჟურნალები და ასევე მათი ძველი ნომრებიც. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ სკოლები უყურადღებოდ იყო დატოვებული. ასევე არ იმართებოდა სახალხო კითხვები და ლექციები ხალხისთვის, წიგნის მაღაზიის საქმე არ მიდიოდა კარგად და არც სახალხო წიგნების გამოცემის საკითხი იყო ორგანიზებული.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აღიძრა საკითხი, რომ მუზეუმი და ძველი წიგნების ბიბლიოთეკა გადასცემოდა სპეციალურ ორგანოს – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. კრებამ აირჩია კომისია, რომელსაც გამგეობასთან ერთად უნდა მოეფიქრებინა, როგორ მოაგვარებდნენ საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქმეს. კომისიის წევრებად ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე აირჩიეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო საზოგადოების განყოფილება გახსნილიყო იქ, სადაც მათი სკოლები არ არსებობდა. მაგალითად, შესაძლებელი იყო გერგეთში საზოგადოებას თავისი განყოფილება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაეხსნა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სკოლებისთვის სწავლების სანიმუშო პროგრამა შეადგინა და ყველა სკოლის მასწავლებელი ვალდებული იყო ამ პროგრამით ეხელმძღვანელა. ხოლო, როცა ზოგიერთი სკოლის მასწავლებელმა საზოგადოების პროგრამით არ იხელმძღვანელა გამგეობამ შესაბამისი ზომები გაატარა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ ორი წლის წინ გამგეობამ მთავრობასთან შუამდგომლობა აღძრა, რათა მასწავლებლებისთვის სისტემატიური კურსები ქართულ ენაზე ჩაეტარებინა, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა. საზოგადოების გამგეობამ კი ჩათვალა, რომ რუსულ ენაზე კურსების ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობა სკოლებს ხსნიდა იქ, სადაც ქართულ ენას ყველაზე მეტად უჭირდა, მაგალითად ზუგდიდის მაზრაში, თერგის ოლქში და სხვ. საზოგადოების გამგეობა მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ზრუნავდა სამუშაო გეგმის შესრულებაზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ იანვრიდან გამგეობას მიწვეული ჰყავდა სკოლების დამთვალიერებელი პირი, რომლის ვალდებულებაც სასკოლო სექციისთვის სკოლების ავ-კარგის მოხსენება იყო. გამგეობას კარგად ესმოდა საზოგადოების მიზანი და 35 წლიანი არსებობის მანძილზე ყოველთვის ადგენდა საქმის წარმოების გეგმას იმდენად, რამდენადაც მას ამის მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობისაგან სასკოლო სექციას ვრცელი გეგმის შემუშავება ჰქონდა დავალებული თუ როგორ უნდა მოემზადებინა მასწავლებლები საზოგადოების სკოლებისთვის. ამასთანავე სასკოლო სექციის ხელმძღვანელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახალხო შეხვედრების მოწყობას, რომელსაც გამგეობასთან არსებული სახალხო კითხვებისა და ბიბლიოთეკების მომწყობი სექცია ხელმძღვანელობდა.