საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91171

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვი თბილისში ფლობდა დუქანს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. შენინგი იყო პროპორშიკი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ან. ლორთქიფანიძე იყო მსახიობი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ან. ლორთქიფანიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გოგოლის შესახებ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციამ თბილისში, კუკიის ქუჩაზე, ვართანოვის ფურნეში აღმოაჩინა ყალბი გირვანქიანები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციამ გრიგოლ ბეჟანოვის დიდ დუქანში ყალბი გირვანქიანები აღმოაჩინა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით ნიკოლოზ გოგოლის პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გოგოლის პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა რუსულად წაიკითხა საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის დაწერილი ივანე ფელიქსის ძე თხორჟევსკის ლექსი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვმა ეგოროვის ცოლს ორჯერ ესროლა და თავადაც გულში დაიხალა ტყვია. ბეჟანოვი მძიმე მდგომარეობაში იყო, ხოლო ქალს ტყვია არ მოხვედრია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა, სადაც დრამატულმა დასმა ითამაშა გოგოლის „Ревизорь-ის“ მე-2 და მე-3 მოქმედება. წარმოდგენაზე ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ავტორი იყო გოგოლი რუსულ მწერლობაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც ხლესტაკოვის როლი მოირგო ვასილ ალექსის ძე აბაშიძემ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც დობჩინსკის როლი მოირგო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც ოსიპის როლი მოირგო არჩილ ჯორჯაძემ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა ან. ლორთქიფანიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც ბობჩინსკის როლი მოირგო კ. მ. მაქსიმიძემ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მაისს ბათუმის ოლქის სოფელ ქედას მცხოვრები აბდულ ეფენდი მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდნენ ქართული საკითხავი წიგნებით, რადგან კითხვისა და სწავლის სურვილი ჰქონდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძეს სოფელ გოჩაჯიხაიშის საზოგადოებამ სკოლის მზრუნველობა შესთავაზა, რაზედაც უარი ვერ თქვა და დასთანხმდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძემ სოფ. გოჩაჯიხაიშის სკოლას ძვირფასი ხის ავეჯი, წიგნები და ხუთი თუმანი შესწირა და მომავალშიც დაჰპირდა დახმარებას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძე ქუთაისის სამაზრო სკოლების დირექტორს ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკის მოელაპარაკა და გადალახა ყველანაირი დაბრკოლება სოფელ გოჩაჯიხაიშში სკოლის დასაარსებლად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. მ. ცაგარეიშვილი იყო გოჩაჯიხაიშის სასოფლო სკოლის მასწავლებელი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ და ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძეები ძმები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძე თბილისის გუბერნიაში მსახურობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. ი. ალშიბაია 9 წელი მსახურობდა ქუთაისის მაზრაში.