საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82111

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას დაეარსებინა სამკითხველო-ბიბლიოთეკები, რათა საშუალება მიეცა კურსდამთავრებულებისთვის არ შეეწყვიტათ სკოლასთან კავშირი და სწავლის დასრულების შემდეგაც განვითარებულიყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას მასწავლებლებისთვის საშუალება უნდა მიეცა სკოლებში ხშირად გაემართათ სახალხო კითხვები და საუბრები, რათა ხალხს გაეაზრებინა რამდენად საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სკოლების არსებობა. კიკვაძის აზრით, საზოგადოების აზრის გაგება თუ როგორი სკოლა სურდათ ან მოსწონდათ თუ არა უკვე არსებული სკოლების სისტემა, გამგეობას ხელს შეუწყობდა სკოლების მოწყობის სისტემა გაეუმჯობესებინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას ჯერ არსებული სკოლები გაეუმჯობესებინა და შემდეგ გაეხსნა ახალი სკოლები.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 მაისს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად ნაკისრი ყოველწლიური შემოწირულობის ანგარიშში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 64 მანეთი და 96 კაპიკი. შეტყობინებას ხელი მოაწერეს: ბუღალტერმა სოფრომ ტარუაშვილმა, გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ ოთხმეზურმა და ალექსანდრე გალუსტოვმა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 20 ივნისიდან ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი. მისი ხელფასი შეადგენდა 75 მანეთს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე მიქაბერიძის, ასევე ლევან ფურცელაძის თხოვნა საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილის დაკავების შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ლევან ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო სკოლათა ინსტრუქციების გადამსინჯველი კომისიის პროტოკოლის განხილვა, რომელიც ეხებოდა ბათუმისა და კავკავის სკოლათა ინსტრუქციების შეცვლას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, კავკავის სკოლის გამგეობა ტიტე კახიძის ნაცვლად დროებით ჩაებარებინათ ამავე სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძისთვის. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ახლად გათავისუფლებული კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის შესახებ დაადგინა, რომ მისთვის გამოეცხადებინა მადლობა კავკავის სკოლაში 10 წლის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის და ეთხოვა, არ მოეკლო თავისი ზრუნვა სკოლისთვის მომავალშიც. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის გამგის, ტიტე კახიძის თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გიორგი რევაზის ძე ვაჩნაძემ და რამონ ვაშაყმაძემ გადაიხადეს საწევრო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარ ნოე ჟღენტის ცნობით, ილიას ფონდისთვის ერთჯერადი შესაწირი გაიღეს ვ. ბ. ხარაბაძემ (10 მან.) და მიხეილ დარახველიძემ (8 მან.).

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარი ნოე ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვს, გაზეთ „ისარში" გამოაცხადონ, რომ ფოთის ქალაქის გამგეობის თანამშრომლები კისრულობენ, ვიდრე სამსახური ექნებათ, ყოველთვიურად შეეწიონ ილიას ფონდს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების ხელფასი 40 მანეთი ყოფილიყო და ყოველ ხუთ წელში თითო თუმანი მოემატებინათ მანამ, სანამ 70 მანეთამდე არ გაიზრდებოდა მათი ხელფასის რაოდენობა. მისი აზრით, ხელფასის მომატება მასწავლებლების მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ შეედგინათ სტატისტიკური ცნობები იმის შესახებ თუ რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა, შემდეგ სად წავიდნენ ისინი და ირიცხებოდნენ თუ არა საზოგადოების წევრებად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იოსებ ავალიშვილმა წიგნის მაღაზიისა და ვაჭრობის გაფართოების შესახებ, რისი განხილვაც გამგეობამ მაღაზიის სარევიზიო კომისიას დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დიდუბის სამკითხველოს გამგე აღალო თუთაევმა, რომ სამკითხველოსთვის დაენიშნათ დახმარება. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის წერილი სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ წელიწადში 2 თუმანი გადაედოთ სკოლის მსახურთათვის დასარიგებლად.