საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, ოქროს ფულები მას საერთოდ არ უნახავს. სერგო კაკაბაძე მას იმ კარადას, რომელშიც ოქროს ფულები იყო მოთავსებული, აღებინებდა, ხოლო ნივთებს თვითონ ათვალიერებდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, სერგო კაკაბაძე ოქროს ფულებს, რომლებიც დაიკარგა ხშირად უჩვენებდა ერთ კაცს, რომელიც კაკაბაძის ნებართვით, მისი ზედამხედველობის გარეშეც ათვალიერებდა მათ. ერთხელ კაკაბაძემ ეს ფულები სახელმწიფო ბანკის გამგესაც დაათვალიერებინა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი იოსელიანის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც კავკავის სკოლის მოსწავლეები სუსტები იყვნენ რიგ საგნებში, დაადგინა, მიეწერათ სკოლის გამგე ტიტე კახიძისთვის, ყურადღება მიექცია ამ არასასიამოვნო და არასასურველი გარემოებისთვის და მიეღო სათანადო ზომები ამ საგნების სწავლის გასაუმჯობესებლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სოფელ ჭაგნის სკოლის მასწავლებელ პართენ ქაჯაიას თხოვნა სოფლის უფასო სამკითხველოს დახმარების შესახებ და დაადგინა, გაეგზავნათ მათთვის საზოგადოების გამოცემები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: დავით შავკაციშვილი, იაკობ შევარდნაძე, გრიგოლ ირაკლის ძე შარაშიძე, სერგო სპირიდონის ძე შილაკაძე და გრიგოლ იასონის ძე შილაკაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სოფელ ჭაგნის სკოლის მასწავლებელმა პართენ ქაჯაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დახმარებოდნენ ამ სოფლის უფასო სამკითხველოს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას თხოვნა ვერის საკვირაო სკოლისთვის წაღებული წიგნების თანხის, 50 მანეთის, პატიების შესახებ და დაადგინა, შემწეობად ჩაეთვალათ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ეპატიებინათ ვერის საკვირაო სკოლისთვის წაღებული წიგნებისა და რვეულების თანხის ნახევარი. მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 100 მანეთს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაახლოებით 100 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები გამოართვა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი იყო გამგეობის წევრი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ ბიბლიოთეკების მომწყობმა სექციამ სამკითხველო გახსნა წინარეხსა და შროშაში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობასთან არსებული ბიბლიოთეკების მომწყობი სექციის დადგენილებით, ისინი უნდა გახსნილიყო იმ სოფლებში, სადაც სკოლები არსებობდა. გამგეებად კი დანიშნულიყვნენ სკოლის მასწავლებლები, რომლებსაც ჯილდო უნდა დანიშვნოდათ და საერთო ჯამში საზოგადოებას 16 კარგად მოწყობილი სამკითხველო ჰქონოდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი იყო გამგეობის წევრი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ კერძო პირების მიერ ბიბლიოთეკების დაარსების საქმის მოსაწესრიგებლად გამგეობას დამაარსებლისგან მათი კარგად მოწყობის გარანტია უნდა მოეთხოვა. თავად გამგეობას სკოლებთან ერთად ჯეროვნად უნდა მოეწყო ბიბლიოთეკები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ კავთისხევის ბიბლიოთეკა და წვრილი კრედიტის თანამშრომლები ერთ შენობაში იყვნენ მოთავსებულები და ადვილი შესაძლებელი იყო მათ ლუდი მიეტანათ სამსახურში, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა გამგეობის დაუდევრობად არ უნდა ჩაეთვალათ და არც სამკითხველო მოენათლათ ლუდხანის სახელით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო გამგეობას თბილისიდან სოფლის ბიბლიოთეკისთვის ისე მიექცია ყურადღება, რომ არ განმეორებულიყო ის შემთხვევა, რაც კავთისხევის ბიბლიოთეკაში მოხდა, როცა თანამშრომლებს ლუდი შეუტანიათ იქ. მსგავსი შემთხვევების ზედამხედველობისთვის გამგეობა დარაჯს ვერ დააყენებდა ბიბლიოთეკებში. მაშინ კავთისხევში გამგე არ ყოფილა და სწორედ ამით უსარგებლიათ თანამშრომლებს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესი იყო ბიბლიოთეკების რაოდენობა მცირე ყოფილიყო და კარგად მოწყობილი, რადგან ცუდი ბიბლიოთეკები სახელს უტეხავდნენ საზოგადოებას. ამის გამო მათი მოწყობის სისტემა უნდა შეემუშავებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ 66 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 15 იყო ნორმალურად მოწყობილი, რასაც ბიბლიოთეკების გახსნის სისტემის არარსებობა განაპირობებდა. მხოლოდ გახსნის ნებართვის გაცემა და წიგნების შეწირვა არ იყო საკმარისი ბიბლიოთეკის კარგად ფუნქციონირებისთვის. საჭირო იყო კარგი ხელმძღვანელების დანიშვნა და ხალხისთვის გასაგები წიგნების შეძენა, რათა ბევრი მკითხველი ჰყოლოდა მას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შალვა ალექსი-მესხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას სოფლის ბიბლიოთეკებისთვის უნდა მიეწოდებინა საჭირო წიგნების სია, რომლითაც მათ უნდა ეხელმძღვანელათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შალვა ალექსი-მესხიშვილმა განაცხადა, რომ ბიბლიოთეკებში რუსული წიგნების რაოდენობა ჭარბობდა ქართულ წიგნებს, რომლებსაც რაოდენობის მიხედვით ქართულ ბიბლიოთეკაში პირველი ადგილი უნდა ჰქონოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა ახსნა, თუ რატომ ჭარბობდა ზოგიერთ ბიბლიოთეკაში რუსული წიგნები ქართულენოვანს. განაცხადა, რომ იქ კერძო პირები სწირავდნენ წიგნებს და შეუძლებელი იყო შემოწირულებაზე უარის თქმა. გამგეობა კი, როცა ამა თუ იმ სამკითხველოს ეხმარებოდა, ყოველთვის ქართულ წიგნებს უგზავნიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ვარლამ იაკობის ძე ჩიტალაძემ და გიორგი იესეს ძე ჩიქოვანმა გადაიხადეს საწევრო.