საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე, გიგი გიორგის ძე ყარსემაშვილი და იოსებ ალექსანდრეს ძე ყიფშიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგმა წევრებმა: იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ, ივანე ბეგლარის ძე ღლონტმა, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ, თევდორე ზურაბის ძე ღლონტმა და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ისიდორე ლევანის ძე ქარსელაძემ გადაიხადა საწევრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა შაქრო სოლომონის ძე ქარსაულიძემ გადაიხადა საწევრო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სვიმონ პეტრეს ძე ფთაძემ და დავით ანტონის ძე ფაღავამ გადაიხადეს საწევრო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ 1911 წლის შემდეგ შემოსული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების სისტემატური კატალოგი უნდა შეედგინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ უნდა გაეკეთებინათ სამი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა მწერალთა ნივთების გამოსაფენად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ წიგნები ყდებში უნდა ჩაესვათ, გაეკეთებინათ ორი კარადა წიგნების დასალაგებლად და სამი ვიტრინა სამუზეუმო ნივთებისათვის. ასევე ერთი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის ტანისამოსისთვის.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავ-მუზეუმში ნიკოლოზ ბარათაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ხსოვნასთან დაკავშირებული ნივთები ინახებოდა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ილიას კაბინეტში ინახებოდა მის გარდაცვალებასთან და აკაკის იუბილესთან დაკავშირებული ნივთები – გვირგვინები, ხატები და საჩუქრები.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავ-მუზეუმის კატალოგი შედგებოდა ოთხი განყოფილებისაგან – ხელნაწერების, ქართული ნაბეჭდი წიგნების, რუსულ და სხვა ენებზე ნაბეჭდი წიგნებისა და სიგელ-გუჯრებისაგან.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსულ და სხვა ენებზე დაბეჭდილი წიგნების, სიგელ-გუჯრებისა და სხვა დოკუმენტების კატალოგები უნდა შეედგინათ.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სექციის დადგენილებით გამოსაცემად მოამზადა XVII საუკუნის ხელნაწერი „იოსების და ზილიხანის ამბავი“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილმა წევრებმა თამარ დავითის ასულმა ჩიჯავაძემ, გაბრიელ გიორგის ძე ჩიკვაიძემ, გიორგი იოსების ძე ჩიქოვანმა და იორდანე ეგნატეს ძე ჩალაძემ საზოგადოების საწევრო ერთიანად გადაიხადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა თამარ დიმიტრის ასულმა ურუშაძემ გადაიხადა საწევრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სოფრომ ტარყაშვილმა და სამსონ გიორგის ძე ტოროშელიძემ გადაიხადეს საწევრო.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სამუზეუმო ნივთებისათვის, ხელნაწერებისა და წიგნებისათვის მან ვიტრინები გააკეთებინა, ძველი სიგელ-გუჯრები კი ქრონოლოგიურად დაალაგა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მან მუზეუმი და წიგნსაცავი ერთმანეთისგან გააცალკევა, სამუზეუმო ნივთები ცალკე დარბაზში მოათავსა, ნაბეჭდი წიგნების ნაწილი ფორმატის მიხედვით დაალაგა და მათთვის ახალი კატალოგი შეადგინა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, როგორც საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის გამგე ცდილობდა სისრულეში მოეყვანა გეგმა, რომელიც 1913 წლის 16 დეკემბერს სამუზეუმო სექციამ მიიღო. გეგმის თანახმად მუზეუმი და წიგნსაცავი ერთმანეთისაგან უნდა განცალკევებულიყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ისეთი კარადები შეეძინათ, როგორებიც საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას პავლე იოსების ძე თუმანიშვილმა შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს დავით დავითის ძე კარიჭაშვილისთვის მადლობა გადაეხადათ იმ დახმარებისთვის, რომელიც მან წიგნსაცავ-მუზეუმის გამგეს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს წიგნსაცავ-მუზეუმის მოწყობისა და კატალოგების შედგენის დროს გაუწია და გაწეული შრომისთვის 200 მანეთი მიეცათ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას თავმჯდომარეობდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, მდივანი იროდინ თომას ძე სონღულაშვილი და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სექციის დადგენილებით, მან მუზეუმისთვის მოსე თოიძისაგან სამი სურათი (ტფილისის ტიპები) შეიძინა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ვასილ დავითის ძე ცხურაშვილი, სამუელ გრიგოლის ძე ცომაია და გიორგი იესეს ძე ცინცაძე.