რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქარელში, ხუმარაძის საწყობში, გაიმართა წარმოდგენა „ძუნწი“ და „ბიძიასთან გამოხმაურება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლევან და ს. ციციშვილებმა. შემოსული თანხა ღარიბ სტუდენტებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა წარმოდგენის შემდეგ გამართულ ლხინზე ბევრი დაიხარჯა და სტუდენტებისთვის ცოტა თანხა დარჩა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბესალომ იოანესიანი თბილისელი სომხების სემინარიის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან თარხნიშვილს სოფელ ახალქალაქში მამული დაეწვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩს დაავალეს სემინარიის მდგომარეობის გარკვევა და შემოწმება ყველა იმ სასწავლებლისა, რომლებიც წმინდა სინოდის საერო განათლების სამინისტროს განკარგულების ქვეშ იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი უწმინდესი სინოდის კანცელარიის ვიცედირექტორი და საერო განათლების მინისტრის მრჩეველთა წევრი იყო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რკინიგზის მუშა მიხეილ სოლომონაშვილი მატარებლის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იმერეთის სინოდის კანტორის მდივნად იოსებ სვიმონოვის ნაცვლად მაქ. სუხიევი დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკი პატარა გოგონებისთვის აარსებდა „საყმაწვილო ბაღს“ და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათი საათიდან ორ საათამდე.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „Новое Обозрение-ში“ დაბეჭდილი ახალი ამბავი, რომ თბილისის მიხეილის სამკურნალოში ცხენის სენით ქოთოთი გარდაიცვალა ამიერკავკასიის გზის მოხელე დ. კაჟინსკი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ში“ დაბეჭდილი სასამართლოში საკუთრების გამიჯვნის პროცედურები: საკუთრების გაყოფის განყოფილების წევრი სადავო საქმის შემოწმების შემდეგ სასამართლოს უბრუნებდა საქმეს და იქ რჩებოდა მანამ, სანამ სასამართლო არ დანიშნავდა სისხლის საქმეების განხილვის სესიას. ეს პროცედურები ძალიან გრძელი იყო და ბევრ დროს მოითხოვდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკის მიერ დაარსებული „საყმაწვილო ბაღი“ და დაწყებითი სკოლა პანსიონითურთ მდებარებდა ველიამონოვის ქუჩაზე, თ. ამატუნის სახლში, ქვედა სართულზე. იქვე იყო საყმაწვილო ბიბლიოთეკა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით. დ. კაჟინსკი იყო ამიერკავკასიის გზის მოხელე.