რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლი 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თიანეთში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალ საქმისმწარმოებლად აირჩიეს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად დანიშნეს ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თიანეთში.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დავითის ძე გურიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეხმარებოდა უხვი შემოწირულობით.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ზაქარიას ძე დიდებულიძე გარდაიცვალა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ივნისს ბრალდებულ იოსებ ლაღიაშვილს საბრალდებო ოქმის ასლი გადასცეს. მან უფლებადამცველად ნაფიცი ვექილი ე. მ. ტურკევიჩი აირჩია.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 12 ივნისს მიხეილ მალიშკინი თბილისში ბოგოლოვსკის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. მისი გვამი ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი და გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისს მასწავლებელმა პეტრე მესხმა სოფელ ნაკურალეშის სკოლის მოსწავლეთათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 7 ცალი „ბუნების კარი“ მიიღო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს ქუთაისში თავისი ნაკვეთი სურდა თეატრის მოსაწყობად გამოეყენებინა, რაც შესთავაზა ქალაქის გამგეობას, თუმცა უარი მიიღო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩატალბაშიანცი საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანსვეტოვი თბილისის გუბერნატორის კანცელარიის თარჯიმნად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანსვეტოვი იყო თბილისი საგუბერნიო სამმრთველოს თანამშრომელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევანოვი იმიერკასპიის საავადმყოფოში N 2 ზედამხედველად დანიშნეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისში ფლობდა ნაკვეთს, რომელსაც ყოველწლიურად 100 მანეთად ქირაობდნენ პირუტყვის დასაკლავად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა ქუთაისის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის აღება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ გიორგის ძე ერისთავი თონეთის სამაზრო მმართველობის მე-9 კლასის შტატგარეშე მოხელედ დანიშნეს.

