საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა ქალის ზნეობის შესახებ ისაუბრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა წმინდანის შესახებ იქაგადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ტაძრის დღესასწაულს დაესწრო. წირვა ჩაატარა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ხოლო წირვის შემდეგ მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა იქადაგა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმს თბილისის დრამატული დასი ეწვია. მსახიობები ორ ნაკადად გაიყვნენ წარმოდგენების ჩასატარებლად და მოსახლეობაც იძულებული გახდა ორივე ნაკადის ღონისძიების ბილეთები შეეძინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ანანიევი მოსიარულე მსახიობებს თეატრის ფართის დასაქირავებლად ძალიან მაღალ გადასახადს უწესებდა და ფულს სძალავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმელი ხალხი მოსიარულე მსახიობებისაგან შეწუხებული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, ბათუმში ნურიის ტერიტორიის მახლობლად მოშენებული ადგილის მაცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ დაუცველები იყვნენ. მათ უსაფრთხოების დასაცავად უბნის პოლიციელი არ ჰყავდათ და გაჭირვების დროს ვერავის მიმართავდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ნურიის ტერიტორიის მახლობლად მოშენებულ ადგილას ადგილობრივ მმართველობას ქუჩები და განათება არ ჰქონდა მოწესრიგებული, არც წყალი იყო გაყვანილი. ახალმოსახლეები ამბობდნენ, რომ ყველა ეს პირობა ძალიან სჭირდებოდათ საცხოვრებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ნურიის ტერიტორიის მახლობლად მოშენებულ ადგილას გადავიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ძველი მაჰმადიანური წესით ოჯახის წევრს გარდაცვალებისას საუკეთესო ადგილას კრძალავდნენ: ბაღებში, სახლის ეზოში, კარების წინ და ა. შ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში მდებარე ძველი მაჰმადიანური სასაფლაოს ტერიტორიის ქალაქის კუთვნილებაში გადასვლით ზოგიერთმა მოქალაქემ მიწა დაკარგა, რადგან ის ადგილები ამ ადამიანების წინაპრების სასაფლაოებს ეკავა. ნინოშვილის აზრით, ეს უკანონო საქციელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში მდებარე ძველ მაჰმადიანთა სასაფლაოს ძალიან დიდი სივრცე ეკავა. იგი ადრე ბეგებს აბაშიძეებს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი – ქალაქის კუთვნილება გახდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ნურიის ტერიტორიაზე მდებარე ცარიელ მინდვრებზე, რომლებიც ძველ მაჰმადიანთა სასაფლაოსა და ბეგების ადგილებს ეკავა, სახლები შენდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ნურიის ნაწილი დასავლეთისკენ, ჭოროხის მხარეს ტერიტორიულად ნელ-ნელა ფართოვდებოდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილის ფსევდონიმი კულა გლდანელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ იმედი ჰქონდა ბათუმში პორტო-ფრანკოს გაუქმების შემდეგ გაიაფდებოდა სახლები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში პორტო-ფრანკოს გაუქმების შემდეგ ადგილობრივმა ვაჭრებმა პროდუქტი გააძვირეს, რაც ვაჭრული სიხარბის ბრალი იყო. მაღალი ფასების გამო ადგილობრივები ძალიან საბრალოები იყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში მთავრობა ევროპიდან შემოტანილ საქონელს მხოლოდ რუსეთის ბეჭედს ასვამდა და სხვა არანაირ გადასახადს არ ითხოვდა, რაც ადგილობრივი ვაჭრებისთვის დიდი შეღავათი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში პორტო-ფრანკოს გაუქმების შემდეგ ადგილობრივმა ვაჭრებმა უცხოურ საქონელს ფასი მოუმატეს, რაც არაკანონიერი საქციელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში პორტო-ფრანკოს გაუქმება არ ესიამოვნათ უცხოელ ვაჭრებს. ისინი ღარიბები ჩამოვიდნენ ბათუმში, სავაჭრო დახლები ძალიან იაფად აიღეს და გამდიდრდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში პორტო-ფრანკოს გაუქმება მაჰმადიან ქართველებს ძალიან გაუხარდათ, რადგან ისინი შეძლებდნენ თავისუფლად და უშიშრად ეყიდათ ყველაფერი, რაც სურდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში პორტო-ფრანკო გაუქმდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელი წერდა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას შესწირეს წიგნები: „მამულის საერთო მფლობელობაზედ“, „გლახის ნაამბობი“, „სალამური“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ბანჯგვლიანის ფუტკრის ამბავი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელმა მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობის გაღებისთვის.