რეგისტრირებული ფაქტები92922
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: რაფიელ ერისთავის თხზულებები, „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, „სურამის ციხე“, ვახტანგ ორბელიანის ლექსები, „არსენას ლექსი“, „ალექსანდრე ორბელიანის ნაწერი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, „დედა და შვილი“, „განკიცხული“, „რობინზონ კრუზო“, მოჩხუბარიძის (ალექსანდრე ყაზბეგი) თხზულებანი, „წითელი ფარანი“, ახალი აღთქმა მხედრულად, ასევე ხატები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ორნატსკი იყო სამხედრო პროკურორის თანაშემწე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფ. ვ. იაჩევსკი იყო სამხედრო მოსამართლე და მას ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის მიერ თავის დასაცავად 14 მოწმე სამხედრო სასამართლომ დაიბარა. საქმის განხილვა 16 ივნისს დაინიშნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბრალდებული ლაგიევის საქმის განხილვის დროს სასამართლოს თავმჯდომარე იქნებოდა სამხედრო მოსამართლე ფ. ვ. იაჩევსკი, ბრალმდებელი – ი. ა. ორნატსკი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის საქმეს სამხედრო სასამართლო განიხილავდა სამხედრო კანონების მიხედვით და მას ერთი დღე ჰქონდა თავის დასაცავად მოწმეების მოსაწვევად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ივნისს ფედორ რუდენკომ სასტუმრო „როსსიასთან“ წმ. ანნას მესამე ხარისხის ორდენი იპოვა და პოლიციაში წარადგინა. მეპატრონეს შეეძლო თავისი ნივთი წაეღო, თუ დამადასტურებელ საბუთებს წარადგენდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ივნისს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ორი მოწმე: თავად მოკლულის პავლე ჩუდეცკის სიმამრი, მღვდელი ანანია ივანეს ძე მანჟელეი და სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკოლოზ მახათაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ივნისს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ: საგინოვი, ბაიკოვი, სარაჯოვი, მაქსიმოვი, კოროვნიკოვი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 16 ივნისს კავკასიის სამხედრო სასამართლოში თბილისის სემინარიის რექტორის, პავლე ჩუდეცკის მკვლელის, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის საქმე განიხილეს და დამნაშავეს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 16 ივნისს იოსებ ლაღიაშვილის საქმეს თბილისის სამხედრო სასამართლო განიხილავდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა სოფელ ხელთუბანში მამულს ფლობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ჯილდო 25 მანეთი გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ანაზღაურება 300 მანეთი ჰქონდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კაპიტანი ბარტენიევი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლად შედგენილი წიგნი „ქართული ხმები“, რომელიც ღირდა 1 მან. და 60 კაპ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი მუდმივად ზრუნავდა და ყურადღებას აქცევდა ხელთუბნის სკოლას.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. კალენიჩენკოვის ქმარი იყო პოლკოვნიკი.

