საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 30 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩარჩული კაპიტალი და ჩვენი მრეწველობა, ლითოგრაფიის ქვის მადნის აღმოჩენის გამო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ აგვისტოს ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა თბილისის ეპარქიალური სასწავლებელი და ალექსანდრეს ეკლესია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა საჯარო წიგნსაცავი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა კავკასიის მუზეუმი დირექტორთან ერთად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილს საპასუხო წერილით შეატყობინა, რომ შეეძლოთ გურასპაშვილი სახელმწიფო ხარჯით თბილისის სამეურნეო სკოლაში მიეღოთ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილისგან მიიღო წერილი, რომლითაც ის სთხოვდა დახმარებოდა ვინმე გურასპაშვილს, რომ სახელმწიფო ხარჯით მიეღოთ სასწავლებელში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის პირველი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 31 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ენისლელების საქმე“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აგვისტოს არტისტი იაკოვლევი და პიანისტი გენადი ყორღანოვი ბორჯომში ჩავიდნენ და 2-ჯერ გამართეს კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 2 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 1 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის საგარეო პოლიტიკა და ავსტრია“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელ-მისიონერი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისურაძემ ზაქათალის მაზრის სოფელ ალიბეგოში არყის საწარმო „ზავოდი“ დააარსა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლას ჰქონდა დაწყებითი მოსამზადებელი კურსი, ფერმა და სახელოსნო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საღმრთო სჯული, რუსული და ქართული ენა, არითმეტიკა და პრაქტიკული გეომეტრია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: მამულის შესწავლა, მოკლე გეოგრაფია რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოების შესახებ, მათი ქვეყნების ზოგადი მიმოხილვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: ზოოლოგია, ბოტანიკა, მინეროლოგია, მიწის შემუშავება, ხეხილისა და ვაზის მოვლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: მებოსტნეობა, ფუტკრის გაშენება, პირუტყვის მოვლა, სასოფლო მეურნეობის ანგარიში და ტექნოლოგია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: ჰიგიენა და პირუტყვთა მკურნალობა, ხატვა და ხოროთი გალობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: ხელოსნობა, დურგლობა, მჭედლობა და ბოჭკოს კეთება.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი მოხსენიებულია, როგორც წინამძღვაროვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა მცხეთიდან 12 ვერსის დაშორებით მდებარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფ. წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში სწავლის მსურველი მოსწავლეების მშობლებს 1-ელ სექტემბერს განაცხადი უნდა წარედგინათ და შვილებისთვის სოფელში ბინა დაექირავებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლას პანსიონი არ ჰქონდა და ამიტომ, მოსწავლეები სახლიდან დადიოდნენ. სკოლაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ სწავლისთვის საჭირო წიგნებით უფასოდ ესარგებლათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში პირველი სექტემბრიდან უგამოცდოდ მიიღებდნენ ყველა სოციალური სტატუსის, სარწმუნოებისა და ეროვნების 50 მოსწავლეს, არანაკლებ 10 წლის ასაკისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წერდა, რომ სამი წელი სრულდებოდა რაც თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო მეურნეობის სკოლა არსებობდა.