რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკის გაზეთ „დროებისა“ და „ივერიის“ ის ნომრები, რომლებშიც სვანეთის შესახებ იყო ინფორმაცია ყველა საგულდაგულოდ უჯრაში ჰქონდა შენახული.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმმა ვერმიშევმა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის სასტუმროების სამზარეულოები შეამოწმა და ყველა სუფთა და მოწესრიგებული აღმოჩნდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მელნიკოვი კავკასიის რეზერვის ბატალიონის ჯარისკაცი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 აგვისტოს ინჟინერ-გენერალი ა. ი. დელვიგი და ინჟინერი კონრადი ავჭალაში წყლის გაყვანილობის პროექტის სანახავად წავიდნენ. დელვიგს პროექტი ძალიან მოეწონა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 13 აგვისტოს მელიქიანი თავისმა მოსწავლემ, ოჰანეზ ავეტიქოვმა გაძარცვა, 50 მანეთი წაიღო. იგი დაპატიმრებული იყო და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. ს. უვაროვისა და მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი ბათუმში იმყოფებოდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ი. დელვიგი ინჟინერ-გენერალი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონოვი სინოდის მდივნის თანამდებობას 19 წლის განმავლობაში იკავებდა. იგი ავადმყოფობის გამო დაეთხოვა სამსახურიდან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 აგვისტოს ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილების (N31) თანახმად გაგზავნილი 12 მანეთის ღირებულების წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.

