რეგისტრირებული ფაქტები92909
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერსონი სურამის რკინიგზის სადგურის უფროსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევანოვი გორის რკინიგზის სადგურის უფროსი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა თბილისის ეპარქიალური სასწავლებელი და ალექსანდრეს ეკლესია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა საჯარო წიგნსაცავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ აგვისტოს, ორშაბათს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა დაათვალიერა კავკასიის მუზეუმი დირექტორთან ერთად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილს საპასუხო წერილით შეატყობინა, რომ შეეძლოთ გურასპაშვილი სახელმწიფო ხარჯით თბილისის სამეურნეო სკოლაში მიეღოთ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილისგან მიიღო წერილი, რომლითაც ის სთხოვდა დახმარებოდა ვინმე გურასპაშვილს, რომ სახელმწიფო ხარჯით მიეღოთ სასწავლებელში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აგვისტოს არტისტი იაკოვლევი და პიანისტი გენადი ყორღანოვი ბორჯომში ჩავიდნენ და 2-ჯერ გამართეს კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელ-მისიონერი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისურაძემ ზაქათალის მაზრის სოფელ ალიბეგოში არყის საწარმო „ზავოდი“ დააარსა.

