რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში უმაღლეს საიუნკერო სასწავლებელში ხმლის კარგად გამოყენებისთვის სამ ქართველს გადასცეს ჯილდო, ერთ-ერთი იყო გ. თულაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარაიაზის ბოქაული იყო ნაცვლიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლიდია პაშკოვისა დიდი ხნით იმყოფებოდა ჩინეთში, საიდანაც წერილი გამოუგზავნა კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას, რომ თბილისში ჩამოსვლას აპირებდა და ერთ-ერთ კრებაზე წაიკითხავდა ლექციას ჩაის მოვლის შესახებ. ასევე, მას ჰქონდა ჩაის თესლი და შეეძლო მსურველთათვის გაენაწილებინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ოქტომბერს სომხური დასის მიერ „გაცარცულ ფოსტის“ წარმოდგენას ცოტა ხალხი დაესწრო. მსახიობ ადამიანს მაყურებელი ტაშს არ აკლებდა, თუმცა იგი ნორმალურად მადლობასაც არ უხდიდა მათ. გაზეთმა „ნოვოე ობოზრენიემ“ ამ ფაქტის შესახებ კრიტიკული კითხვა დასვა, რომ არტისტს ჰქონდა თუ არა უფლება მაყურებლისთვის მადლობა არ გადაეხადა, თუნდაც მცირერიცხოვანისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ოქტომბერს სომხებს არ ჰქონდათ კარგი თეატრალური წარმოდგენა. ისინი „გაცარცულს ფოსტას“ თამაშობდნენ და მხოლოდ ადამიანმა შეასრულა თავისი როლი შთამბეჭდავად, სხვა დანარჩენებმა როლებიც კი არ იცოდნენ.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელი სარქისოვი რკინიგზით არაფხიზელ მდგომარეობაში მგზავრობდა და კონდუქტორმა ვაგონიდან გადასვლა სთხოვა, იგი გაბრაზდა და თავად კონდუქტორს დაუპირა გადაგდება. ხმაურზე სხვა პოლიციელები მივიდნენ და სარქისოვი დააკავეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ერმალოვი პეტერბურგიდან კავკასიაში ნავთისა და ჭაჭის არყის წარმოების საქმეების გასაცნობად გაემგზავრა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ერმალოვი „ნეოკლადნი სბორების“ დირექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაათვალიერა და ათი თუმანი შესწირა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უწმინდესი სინოდის კანცელარიის გამგებელმა ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ძველი სენაკის განყოფილება დაათვალიერა. მას განსაკუთრებულად მოეწონა რუსული ენის სწავლება, რისთვისაც მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და პეტერბურგიდან ხატის გამოგზავნას დაჰპირდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ასათიანი ჯავახეთში მღვდლად მსახურობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა გიორგი ასათიანმა ჯავახეთის საერო სკოლებს ქართული წიგნები აჩუქა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის სკოლაში საღვთო წერილს ასწავლიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი პროფესორი იყო.

