რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამერნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა სხვადასხვა ცნობები ხვნა-თესვის, სოფლის ხელობის, მიწის დასამუშავებელი იარაღების, ვენახის მოვლისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების, პირუტყვის მოვლის და ზოგადად ცნობები მამულის შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „Русския Въдомости-ს“ პეტერბურგიდან მისწერეს, რომ მთავრობამ დაამტკიცა კავკასიის სამხედრო სასამართლოს განაჩენი პოდპოლკოვნიკ ი. ს. იოსელიანის ტობოლსკის გუბერნიაში გადასახლების შესახებ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი თბილისის მეოთხე ნაწილის მომრიგებელი მოსამართლე იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი თბილისის ხმოსანი იყო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 20 ნოემბერს ანასტასია ლუარსაბის ასულ ამილახვარს გორის მაზრის სოფელ ჭალაში დაკრძალავდნენ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი ივანე გივის ძე ამილახვრის დედა იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გივის ძე ამილახვარი გენერალ-ლეიტენანტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძე ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძის საფლავზე შეიკრიბნენ მაზრის უფროსი, სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით, ადგილობრივი საზოგადოება და აკურთხეს მისი ძეგლი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ ძველი ქალაქის რაბათის საზოგადოებამ მოიწვია მაზრის უფროსი და სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით გარდაცვლილი ინსპექტორის ივანე ზურაბის ძე გოპაძის ძეგლის კურთხევაზე, სადაც ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე პატიოსნად და სინდისიერად ასრულებდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას, თუმცა იგი თავის ნიჭს მხოლოდ სკოლაში არ იყენებდა. მას არაერთ საზოგადოებრივ საქმეში ჰქონდა ღირსეული მონაწილეობა მიღებული.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე მოსწავლეების როგორც გონებრივ, ასევე ზნეობრვ აღზრდაზე ზრუნავდა. იგი ხშირად იბარენდა მშობლებს და რჩევებს აძლევდა,როგორ მოქცეოდნენ შვილებს სახლსა თუ საზოგადოებაში.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეების ზნეობრივ მხარეს. მას კარგად ესმოდა თუ რა გავლენას ახდენდა მოსწავლის ზნეობრივი აღზრდა მის გონებრივ განვითარებაზე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე ძალიან უყვარდათ არამხოლოდ ახალციხეში, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, რადგან იგი თავისი საქმიანობის ძალიან ერთგული იყო და ზრუნავდა ხალხის წარმატებაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქვითარი №75 ადასტურებს, რომ ხაზინადარმა გიორგი ქართველიშვილმა 1886 წლის 22 ნოემბერს ნიკო მთვარელიშვილისგან ჩაიბარა ბანკიდან ჩეკით გამოტანილი 1886 წლის საწევრო ფული – 400 მანეთი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 ნოემბერს საქალაქო არჩევნებზე მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 ნოემბერს საქალაქო არჩევნებზე მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს ოლქის საარტილერიო გამგეობის უფროსის ეფრემოვის სახლში ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა 650 მანეთის ღირებულების ავეჯი და ტანსაცმელი. ცეცხლი თავად მეპატრონემ ჩააქრო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.