რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხის ანგარიში, სულ 106 მან. 98 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხის ანგარიში, სულ 20 მან. 40 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მოხსენების განხილვა სკოლის პედაგოგთა საბჭოს დადგენილებისა და ამ საკითხზე სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის მოსაზრების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობისადმი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების შესახებ მიწერილ წერილს თან ერთვოდა მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის კერძო აზრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების ცალკე ბლანკებისა და დავთრების წარმოებას, რადგან ეს შრომას მოუმატებდა მასწავლებლებს. მისი თქმით, გაცდენილი გაკვეთილების აღნიშვნა შეიძლებოდა თვით საკლასო ჟურნალებში, ხოლო მასწავლებლებისა – სკოლის გამგის, ან თვით მასწავლებლის მიერ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა 10 თებერვლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეთაგან გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვისთვის უნდა დაწესებულიყო ცალკე ბლანკები და მასწავლებელთა გაცდენებისათვის ცალკე დავთარი, რომელიც უნდა ეწარმოებინა მორიგე მასწავლებელს.
1899
ტიპი: ღონისძიება
კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის ცნობით, 10 თებერვალს კავკავის სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, მოსწავლეთაგან გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვისთვის შემოეღოთ ცალკე ბლანკები და მასწავლებელთა გაცდენების ჩასაწერად ცალკე დავთარი, რომელიც უნდა ჩაეწერა მორიგე მასწავლებელს.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის მარტში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთოვდა სკოლის ბაღში დასათესად სხვადასხვა თესლეულს, ხელსაქმის სწავლებისთვის საჭირო მასალას, სახელმძღვანელოებსა და რვეულებს, რომელთა საერთო ღირებულება იყო დაახლოებით 28 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლები – ივანე მიხეილის ძე გომელაურის, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძის, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძის და პლატონ გიორგის ძე წულუკიძის თხოვნის განხილვა პედაგოგიური და სამეურნეო კომიტეტის კრებათა ყოველთვიურად ჩატარების შესახებ გადადო სენაკის სკოლის რევიზიის შედეგის გაცნობამდე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის მარტში სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლები – ივანე მიხეილის ძე გომელაური, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე და პლატონ გიორგის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებდნენ, რომ სენაკის სკოლაში ორი თვის განმავლობაში არ ჩატარებულა პედაგოგიური კრება, ხოლო სამი თვის განმავლობაში – სამეურნეო კომიტეტისა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ იოსებ მერკვილაძემ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო მისი სახელმძღვანელოების ბეჭდვა ციხის სტამბაში, რისი არც ზნეობრივი უფლება ჰქონდა, არც იურიდიული. საზოგადოების გადაწყვეტილებით, თუ მას ამ საქმესთან დაკავშირებით რამე თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდა, გამგეობისთვის უნდა წარედგინა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის საურთიერთო ნდობის ბანკს, ილია ჭავჭავაძის ფონდის შესაქმნელად ერთდროული ან ყოველწლიური შემოწირულობით დახმარებოდნენ. მიმართვას ხელს აწერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 ივლისის მოსკოვის ქართველთა საზოგადოების ოფიციალური დადგენილებით, საზოგადოების ნამდვილ წევრს, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილს დაევალა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გადაეცა ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 100 მანეთი და სათანადო №304 დადგენილება.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას აცნობებენ, რომ ქუთაისის ქალაქის გამგეობის თანამშრომლები 1 იანვრიდან ყოველთვიური ჯამაგირის 1/2% – 1% -ს გადაიხდიან ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-კულტურული ფონდის გასაძლიერებლად, დაგროვილ თანხას კი სურვილისამებრ – წელიწადში ერთხელ ან ორჯერ – გაუგზავნიან საზოგადოებას. შეტყობინებას ხელს აწერს ქალაქის გამგეობის წევრი იაკობ ფანცხავა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელ გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძის მოთხოვნა სკოლიდან მისი დათხოვნის განმარტების შესახებ. საქმის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 20 დეკემბერს გრიგოლ თავდგირიძის მიერ მოწვეულ კრებაზე გადაწყდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება. ოქმს ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე სერგეი რუხაძე, მდივანი სილიბისტრო თავართქილაძე, მონაწილენი – პარმენ ჭანიშვილი, გრიგოლ თავდგირიძე, მაქსიმე ცინცაძე, უშანგი ცინცაძე, თომა მეგრელიშვილი, ევსევი უშვერიძე, დათა ერისთავი, გაბრიელ მეგრელიშვილი, ზაქარია ცინცაძე, არშაკ მადათოვი, სოფიო დუდუჩავა, სამოელ თავართქილაძე, ონოფრე კალანდაძე, ფ. ცინცაძე, ილია ივანოვი, იოსებ მეგრელიშვილი, სოსო ჩხაიძე, ნესტორ შაქარიშვილი, მარია დოლიძე, მელიტონ არიშიძე, თეოფილე ჩიჩუა, სერგო ბოლქვაძე, გიორგი შარაშიძე, ლუკა ლომინაძე, სიმონ მეგრელიშვილი, სიმონ მინდაძე, ნესტორ მამალაძე, მარია ჩიხლაძე, ტრიფონ მეგრელიშვილი, ვლადიმერ ღამბაშიძე, აკაკი გაბისიანი, მარიამ მესხი, სონია დუდუჩავა, სამსონ პაიჭაძე, ბესარიონ დოლიძე, დიმიტრი კოტრიკაძე, პამფილე ბერიძე, გერასიმე ნინიძე, დარო დოლიძე, კოსტა ცინცაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელიც თავმჯდომარემ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა დილის თერთმეტ საათსა და ორმოც წუთზე. კრებას დაესწრო 122 ნამდვილი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის წევრები იყვნენ: დეკანოზი კორნელი კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, სექციის თავმჯდომარე − დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ისაკო გამხარაშვილი, ილარიონ გამხარაშვილი, იასე აბულაშვილი, გიორგი აბულაშვილი, სიმონ შვიოშვილი, მაქსიმე ოთარაშვილი, გაბრიელ ოთარაშვილი, ვასილ ოთარაშვილი, ანდრე თამაზაშვილი, სერგო თამაზაშვილი, გიორგი თამაზაშვილი, მარკოზ პაპიაშვილი, ზაქარ პაპიაშვილი, დავით ოსარაშვილი, დანიელ ნადირაშვილი, დავიდ ნადირაშვილი, სიმონ ნადირაშვილი, ლევან თამაზაშვილი. ჩამოთვლილ პირთა სახელით ხელს აწერს მარკოზ ყულოშვილი; დადგენილებისა და ხელმომწერთა ნამდვილობას ბეჭდით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.
1907
ტიპი: ღონისძიება
სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ალექსი პაპიაშვილი, კ. პაპიაშვილი, ზაქარია პაპიაშვილი, შიო პაპიაშვილი, მათე პაპიაშვილი, მიხეილ პაპიაშვილი, სიმონ პაპიაშვილი, ალექსანდრე პაპიაშვილი, ვაჩნაზ ოქრიჯანაშვილი, მიხაილ ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი კუჩოშვილი, მიხაილ კუჩოშვილი, მოსე ბაბაჯანაშვილი, ტიმოთე გამხარაშვილი, აბელ გამხარაშვილი, კოსტა გამხარაშვილი, ივანე აბულაშვილი, ნიკოლაი ყულოშვილი, თევდორე ყულოშვილი. ზემოდასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს იასე ოთარაშვილი, ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. ხელს აწერენ: გიორგი, სიმონ და ივანე ალაყულაშვილები, მაქსიმე, მარკოზ და მიხეილ დუკაშვილები, ლევან, მიხეილ, ივანე, მოსე, არჩილ, დავით, იაკიმე და არზიმან ყულოშვილები, პეტრე, ნიკოლოზ, თანე და ე. კაციაშვილები, დიმიტრი ოქრიჯანაშვილი. საბუთისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. ხელს აწერენ: ბესო ყულოშვილი, სანდრო ყულოშვილი, ისაკო ყულოშვილი, სიმონ ყულოშვილი, ვასილ ყულოშვილი, მიხეილ ყულოშვილი, დავით ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი ჩირიტაშვილი, ვასილ ჩირიტაშვილი, მიხაკო ქიტიაშვილი, გაბრიელ ქიტიაშვილი, ლაზარე ქიტიაშვილი, ივანე ქიტიაშვილი, აბელ ფაჩხატაშვილი, აჯიხან ფაჩხატაშვილი, ტიტიკო ფაჩხატაშვვილი, ივანე ფაჩხატაშვილი, ვასილ ფაჩხატაშვილი და მაქსიმ ოტაროვი. დადგენილებისა და ხელის მომწერთა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.