რეგისტრირებული ფაქტები92909
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზემო რაჭაში 900 საჟენი სამოსახლო ადგილი 100-200 მანეთი ღირდა, ონში – 500-1000 მანეთამდე, ნასახლარი – 100-220 მანეთამდე და სახნავი – 40-100 მანეთამდე. სწორედ ასეთი მაღალი ფასების გამო ხალხი მიწებს ვერ ყიდულობდა, არ ჰქონდა სარჩო საბადებელი და იძულებული ხდებოდა რაჭიდან გადასახლებულიყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში თითო კომლს 2 ¼ დესეტინა მიწა ეკუთვნოდა, თითო სულს – ¼ , რაც არასაკმარისი იყო ადამიანს თავი ერჩინა და შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ ეს ყველაფერი იყო მიზეზი ადამიანების რაჭიდან გადასახლებისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა დივერტისმენტს ნატალია მერაბის ასული გაბუნიას, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისას, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისას, ვასილ ალექსის ძე აბაშიძის, დავით მერაბის ძე გამყრელიძის, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევის, ვალერიან ლევანის ძე გუნიას და სხვ. მონაწილეობით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართულ დრამატულ დასს არწუნისეულ თეატრში უნდა წარმოედგინა ოსტროვსკისა და სოლოვიოვის სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ კვირას ქართულ თეატრში ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის პიესა „ხანუმა“ წარმოადგინეს. სპექტაკლს ბევრი მაყურებელი დაესწრო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ს. იოსელიანი პოდპოლკოვნიკი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დადეშქელიანი (დადეშიძე) ფლობდა ჭურჭლის ქარხანას, სადაც სხვადასხვა მოხატულობით და მრავალფეროვანი გამოსახულებით სურები მზადდებოდა. მისი პროდუქტი ბევრ ადგილას იყიდებოდა, ვერც კი უმკლავდებოდა მოთხოვნას. დადეშიძეები ხელობას არავის ასწავლიდნენ ულუკმაპუროდ დარჩენის შიშით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნობელმა მთავრობას სთხოვა ნავთის გამყვანი მილი გაეკეთებინათ სურამის უღელტეხილზე, რაზეც გზათა სამინისტრომ უარი განუცხადა და უპასუხა, რომ უმჯობესი იყო მილი ამიერკავკასიის რკინიგზის საზოგადოებას გაეყვანა, რადგან მათი გაყვანილი სანავთო მილი ყველა ნავთის მწარმოებელი კომპანიისთვის იქნებოდა სასარგებლო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საქალაქო გამგეობის წევრი იზმაილოვი პეტერბურგიდან დაბრუნდა. იგი სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად იყო გაგზავნილი.

