რეგისტრირებული ფაქტები81570
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილება 1913 წელს დაარსდა. განყოფილებას 30 წევრი ჰყავდა. განყოფილებას ევსევი ლუკას ძე ავალიანი თავმჯდომარეობდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 10 მაისს ილია სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე და დომენტი ალექსანდრეს ძე ნიკოლეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებაში (ხაზინადარი – ბიქტორ სპირიდონს ძე აბრამიძე) 90 მანეთი საწევრო შევიდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 სექტემბრისქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 29 ივლისს სიმონ ბიჭიას ძე ბურკაძე, იაგორ კონსტანტინეს ძე მესხი და დიმიტრი ლაზარეს ძე ბელთაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) 6 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 13 საქმე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 29 ივლისს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) მფლობელობაში ერთი სამკითხველო და ერთი წიგნის მაღაზია ჰქონდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 ივლისს პლატონ ლუკას ძე აბაშიძე და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ვლადიმერ ყანჩელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ შესული იყო 143 თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. ადმინისტრაციულმა სექციამ მთხოვნელთა სია განიხილა და სტიპენდიის მიღების ღირსად 46 ადამიანი მიიჩნია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ნინო სოლომონის ასულ ციციშვილს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე) შემოსავალი 539 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 145 მანეთსა და 58 კაპიკს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (ხაზინადარი – ბიქტორ სპირიდონის ძე აბრამიძე) შემოსავალი 343 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 80 მანეთსა და 10 კაპიკს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 20 მკითხველი ჰყავდა.(თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე).
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 104 ცალი პოლიტიკური ხასიათის წიგნი ჰქონდა. სამკითხველოს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ (თავმჯდომარე – ევსევი ლუკას ძე ავალიანი) 12 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 20 საქმე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურებისგან მისაღები 1 250 მანეთით სარაჯიშვილის სახელობის 8 სტიპენდია უნდა გაეცათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იოსებ იულონის ძე დადიანი იყო, 248 წევრი ჰყავდა. ნამდვილი წევრი იყო 234, საპატიო – 3, მუდმივი – 2.