რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში ჩამოყალიბებული ქართველ სტუდენტთა წრის მუშაობა სტუდენტთა არეულობის გამო შეწყდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტთა არეულობის გამო მოსკოვის უნივერსიტეტის კვალდაკვალ დაიხურა ოდესის უნივერსიტეტიც.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში იქაურმა სტუდენტებმა მოსკოვის უნივერსიტეტის დახურვა გააპროტესტეს.
1887
ტიპი: ნასამართლეობა
1887-1891 წლებში სტუდენტური არეულობის გამო, რომელსაც მოსკოვის უნივერსიტეტის დახურვას მოჰყვა, ოდესაში დააკავეს ადგილობრივი ქართველი სტუდენტები: გიორგი ლასხიშვილი, ვასილ წერეთელი და კოტე მესხი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი მონაწილეობდა სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებდა.
1887
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში მონაწილეობის გამო დუტუ მეგრელს ცხარე შელაპარაკება მოუვიდა დედასთან.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი ავადმყოფობისა და უნივერსიტეტის დახურვის გამო დედასთან ერთად ოდესიდან საქართველოში დაბრუნდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს სტამბა, სადაც ლუარსაბ ხელაძე მუშაობდა, გადავიდა გოლა ჩიტაძის სახლში, ეგზარხოსის მოედანთან მდებარე ჩიხის №7-ში.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს უფროს ძმა გიორგისთან ერთად სვანეთში მოგზაურობამ, იქაურმა ბუნებამ, უზარმაზარმა მთებმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შიო მღვიმელზე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს შიო მღვიმელმა და უფროსმა ძმამ, გიორგიმ სვანეთისკენ მგზავრობისას გზად სოფელი ორბელი გაიარეს, იქიდან კი ცაგერში ჩავიდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ლადო აღნიაშვილისა და შიო დავითაშვილის დახმარებით შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887-1893 წლებში ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გამო დუტუ მეგრელს ექვსი წლის განმავლობაში უწევდა საქართველოსა და ოდესას შორის მოგზაურობა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ვასილ წერეთელი არასაიმედო პოლიტიკური საქმიანობის გამო ოდესის უნივერსიტეტიდან გამოაძევეს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს, ოდესის უნივერსიტეტიდან გამოძევების შემდეგ, ვასილ წერეთელი საქართველოში გადმოიყვანეს.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს შვეიცარიიდან დაბრუნებულ ივანე მაჭავარიანს ჩინოვნიკად მუშაობა არ სურდა
1887
ტიპი: ღონისძიება
1887-1899 წლებში ივანე მაჭავარიანი და „მოამბის“ რედაქცია ჰონორარს თითქმის არავის აძლევდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887-1899 წლებში „მოამბის“ ნომრების შედგენა ძირითადად ივანე მაჭავარიანს ევალებოდა.