საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნების დროს მეორე რიგის ხმოსნად თ. ზ. ჯორჯაძე აირჩიეს.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 17 ნოემბერს სიმონ აკულოვი მოულოდნელად გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 17 ნოემბერს ივანე არხიპოვმა და ალექსანდრე სონნიკოვმა კლასიკური გიმნაზიის თანამშრომლების განყოფილებიდან ლაბადა მოიპარეს. საქონელი იპოვეს და დამნაშავეები დააკავეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი ღარიბი აზნაურის შვილი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. კობიაშვილი პროკურორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი წერდა არზებს, თხოვნებს, აპელაციებს და სხვ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავის ძმა მიხეილ ერისთავი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ იოსებ ცისკარიშვილის ფელეტონი „ერთი აბაზი ვალი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლაი იასონის ძე მალაფეევი ქუთაისის გუბრენატორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი თბილისში სინოდის კანტორაში საქმეების მოსაწესრიგებლად წავიდა და იქიდან ისე გამოაძევეს, რომ არც კი ჰკითხეს, რა მიზნით იყო ჩასული. ეს ყველაფერი ანტონ და დავით დუმბაძეების დამსახურებით მოხდა, რადგან მათ იორაიშვილზე სინოდში გაგზავნეს საჩივარი, რომელშიც იგი უზნეო ადამიანად ჰყავდათ მოხსენიებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეები გურიის საეპისკოპოსო კანცელარიიდან სვიმონ იორაიშვილის გაძევებას ცდილობდნენ. მას სამსახურში ბევრი კონფლიქტური სიტუაცია შეუქმნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეები მუდმივად ცდილობდნენ სვიმონ იორაიშვილისთვის პრობლემები შეექმნათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გურიის მაზრაში ანტონ და დავით დუმბაძეებისა და სვიმონ იორაიშვილის მომხრეები უცხოსთან ერთმანეთისადმი მტრობას არასდროს იმჩნევდნენ. ისინი სხვისი თანდასწრებით ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრულად მუსაიფობდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეების მიერ დაქირავებული ინფორმაციის მიმწოდებელი პირები თვალს ადევნებდნენ სვიმონ იორაიშვილსა და მასთან საჩივრის დაწერის თხოვნით მისულ ყველა ადამიანს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გურიის მაზრაში საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი: მომხრეები ანტონ და დავით დუმბაძეებისა და სვიმონ იორაიშვილისა. ამ ორ მხარეს შორის მტრობა დღითი დღე იზრდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეებს ინფორმაციის მიმწოდებელი პირები ყველგან ჰყავდათ გაგზავნილი და არც სვიმონ იორაიშვილის დაწერილი საჩივრები რჩებოდათ შეუმჩნეველი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი ანტონ და დავით დუმბაძეების გავლენას არ უშინდებოდა და სხვების თხოვნით ხშირად წერდა მათ შესახებ საჩივრებს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილის შემოსავალი 300-400 მანეთს აღემატებოდა და წელიწადში 1000-მდე იზრდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი გურიის მაზრაში იმდენად მცოდნე ადამიანად მიაჩნდათ, რომ თუკი ვინმეს რაიმე საბუთის შედგენა სჭირდებოდა, თხოვნით მას მიმართავდნენ.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი პატარაობიდანვე კანცელარიაში იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი კლასი ჰქონდა დამთავრებული მაზრაში ის მცოდნე და ნასწავლ ადამიანად ითვლებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით კეზელი სამოქალაქო უფლებადამცველი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეებს ეპისკოპოსთან ნათესაური კავშირის გამო შეწინააღმდეგებას ვერავინ უბედავდა. ეპისკოპოსის თარჯიმანი სვიმონ იორაიშვილი დუმბაძეებისგან ყველა დაჩაგრულს იცავდა და მფარველობდა.