რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეებს გურიის ეპისკოპოსზე დიდი გავლენა ჰქონდათ. ყველა მათი სურვილი სრულდებოდა, რის გამოც ისინი სხვა სასულიერო პირებმა აითვალწუნეს. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ დავით დუმბაძე სხვა სასულიერო წოდების წარმომადგენლებს ცუდად ექცეოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით დუმბაძეს ცოლად ჰყავდა გურიის ეპისკოპოსის ნათესავი. ეს ნათესაური კავშირი დუმბაძეს ძალაუფლებას მატებდა, მას ეპისკოპოსზე დიდი გავლენა ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და დავით დუმბაძეების დავალებით, სვიმონ იორაიშვილის მოსაკლავად ყაჩაღი მამულაშვილის მიყვანა გრიგოლაშვილს ბრალდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო ყიფიანი უფლებადამცველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ დუმბაძე მილიციის პოდპორუჩიკი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გუსონი მომრიგებელი მოსამართლე იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჩკევიჩი ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ დუმბაძე დავით დუმბაძის მამა იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი გურიის ეპისკოპოსის თარჯიმანი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ სვიმონოვს ახლო მომავალში სასულიერო წარმომადგენლობა არქიმანდრიტად აკურთხებდა და სინოდის იმერეთის ჯგუფის წევრად აირჩევდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ სვიმონოვი ბორჯომში მღვდლად მსახურობდა. მან უარი თქვა თავის ადგილზე და ბერად აღკვეცა გადაწყვიტა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე გეგმავდა დავით გურამიშვილის რჩეული ტექსტები გამოეცა კრებულად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე გეგმავდა საუკეთესო ქართველი მწერლების გამორჩეული ნაწარმოებები დაებეჭდა. მას სურდა ტექსტებთან ერთად ავტორის ცხოვრების მოკლე აღწერა და მათ მიერ გამოყენებული რთული სიტყვების განმარტებები თან დაერთო კრებულისთვის. კრებულის სახელწოდება იქნებოდა „ქართველი მწერლები, ხელმძღვანელი წიგნი ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისათვის“.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავი გარდაიცვალა. მას ქალაქ გორში დაკრძალავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ ხოროს განზრახული ჰქონდა იოსებ ივანეს ძე რატილის დახმარებით შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხმები. ისინი მომავალში ბევრი კონცერტის ჩატარებას გეგმავდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ნოემბერს არჩილ კიკნაძის სახლი გაქურდეს. მძინარე სახლის მეპატრონეს 60 თუმანი მოჰპარეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭრის ლისინოვის მაღაზია გაძარცვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სონნიკოვი ჯარისკაცი იყო.

