რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტრიფონ შუბლაძის თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობამ მას 4 თუმანი გადასცა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე კიკვაძის მიმართვის საფუძველზე დავით კარიჭაშვილი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნების საწყობისთვის თავად-აზნაურთა შენობაში თავისუფალი ოთახის დაქირავება გადაწყვიტეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ტრიფონ შუბლაძე კავკავის სკოლის მასწავლებელი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ერთს დაესწრო, დეკანოზი იაკინთე გორგაძე – 5-ს, მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი – 5-ს, გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი – 3-ს, პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი – 2-ს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოხუმის განყოფილების თხოვნა სკოლის შესანახად 2000 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წიგნების გამომცემელ სექციას 3 000 მანეთი გამოუყო (დაიხარჯა – 3 458. 04), სამუზეუმო სექციას – 2 500 (დაიხარჯა – 2 128. 04). 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 5 196 მანეთი დარჩა, რომლის 10% სათადარიგო თანხას მიემატა, დანარჩენი კი – სახარჯო ფულს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე ახალ გამგეობას 1919 წლის ბოლომდე თბილისისა და პროვინციების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლა და მიმდინარე წლის განმავლობაში დასახმარებლად საჭირო თანხის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაავალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ომის გამო სოხუმის სკოლას რთული მდგომარეობა ჰქონდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გუგუცა ალექსის ასული ჩაჩავასი, ირაკლი ალექსის ძე მასხულია, იროდიონ დიმიტრის ძე ჩხიკვაძე, შუშუ დავითის ასული ჩხიკვაძისა და კონსტანტინე მაქსიმეს ძე ბალავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს დიაკვანმა გიორგი ზალიკანაშვილმა ქაშუეთის სამრევლო სკოლაში ანბანი ასწავლა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ხალხში წიგნების გავრცელება ადგილობრივ წარმომადგენლობებს დაავალა. ამ მიზნით განყოფილებებს წიგნები 25-პროცენტიანი ფასდაკლებით გადაეცემოდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე წარადგინეს თელავის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ სახელმძღვანელოები და სხვა საკითხავი წიგნები მათთვის მაღაზიაში გასაყიდად ღია ანგარიშით გაეგზავნათ. გამგეობამ დაადგინა, რომ თელავის განყოფილებას ჯერ ანგარიში წარედგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე წარადგინეს სამტრედიის განყოფილების გამგეობის თხოვნა, მხოლოდ მათ ჰქონოდათ უფლება საზოგადოების წიგნებით ვაჭრობისა სამტრედიაში. გამგეობამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა უფლება პრივილეგია მიენიჭებინათ რომელიმე განყოფილებისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ საზოგადოებას დაეთმო წიგნები ნისიად, ღია ანგარიშით. სამტრედიის გამგეობამ წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის და, წიგნებთან ერთად, საკანცელარიო ნივთების გაყიდვის ცნობაც წარმოადგინა, აღნიშნეს, რომ მაღაზიაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ საზოგადოების წევრები – გიორგი სიხარულიძე და დავით კვანტალიანი. გამგეობამ სამტრედიის განყოფილებას 300 მანეთი გადასცა ღია ანგარიშით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ნემსაძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ხახანაშვილს მოსკოვში დაქირავებულ ბინაში ჰქონდა ქონება, რომელიც განსვენებულმა გამგეობასა და ლაზარევის ინსტიტუტს უანდერძა. ნემსაძის თქმით, ბინა დაკეტილი იყო და გამგეობას სთხოვა, ბინის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მიეცათ. გამგეობამ ალექსანდრე მდივანსა და გრიგოლ რცხილაძეს დაავალა ამ საქმის მოგვარება და, საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვში წასვლა, მგზავრობის ხარჯი ალექსანდრე მდივანს უნდა დაეფარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ალექსანდრე ხახანაშვილის ანდერძი, რომლითაც მან თავისი ქონების დიდი ნაწილი საზოგადოებას დაუტოვა. ექიმ ვლადიმერ ნემსაძის განცხადებით, ნამდვილი ანდერძი იყო სამარაში, ექიმ გაბრიელ ღამბარაშვილთან, რომელიც საზოგადოების განკარგულებას ელოდებოდა. გამგეობამ ანდერძის დამტკიცება და განსვენებულის ქონების მოწესრიგება ალექსანდრე მდივანსა და გრიგოლ რცხილაძეს დაავალა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადო კრებას საგურამოს მამულის მოსაწესრიგებლად საჭიროდ მიაჩნდა მისი შესწავლა და დადგენა, როგორი ნიადაგი იყო იქ, რა უნდა გაეშენებინათ, თანხა რამდენი დასჭირდებოდა მიწის დამუშავებას და მთლიანად მამულის გაშენებას.