საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ გერიე მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ნ. ბაქრაძისა იყო ერთადერთი ქართველი ქალი, რომელიც მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და ისტორიის შესახებ პროფესორ ვლადიმერ გერიეს ლექციებს ისმენდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე გაზეთ „ცისკრის“ რედაქტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართული სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ იყიდებოდა: გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში, სემინარიის პირდაპირ, ზუბალოვის სახლებში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთ „ცისკრის“ რედაქცია მდებარეობდა ვერის დიდ ქუჩაზე, წილოსანის სახლებში. მსურველებს სწორედ ამ რედაქციისთვის უნდა მიემართათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ ადგილზე გაგზავნით და გაგზავნის გარეშე წელიწადში 6 მანეთი ღირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართული სამეურნეო გაზეთ „ცისკრის“ ერთი ნომრის ფასი შაური იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა განცხადებები თბილისის მაზრის სამსჯავროებში დანიშნული საქმეების შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა განცხადებები სახაზინო და კერძო საქმეების შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა საკვები პროდუქტების ფასი თბილისსა თუ ადგილობრივ სოფლებში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა მოკლე ცნობები რუსეთისა და საზღვარგარეთის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამერნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა ზნეობრივი შინაარსის ფელეტონი, მოკლე ლექსები, წერილები, როგორც თარგმანი ასევე ორიგინალი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა მოკლე მოთხრობები და ამბები რუსეთის ცხოვრებიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამერნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა ადგილობრივი კორესპონდენციები მამულების მოვლის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ემკურნალათ დაჭიანებული მცენარეებისთვის სახლის პირობებში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამერნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა სხვადასხვა ცნობები ხვნა-თესვის, სოფლის ხელობის, მიწის დასამუშავებელი იარაღების, ვენახის მოვლისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების, პირუტყვის მოვლის და ზოგადად ცნობები მამულის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართული სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა მმართებლობის განკარგულებები მამულების მფლობელობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება გამოქვეყნდა, რომ 1887 წლის პირველი იანვრიდან ქართული სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ გამოვიდოდა კვირაში ორჯერ ხუთშაბათსა და კვირას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძის ფელეტონი „ცოდვა სიყვარულისა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „Русския Въдомости-ს“ პეტერბურგიდან მისწერეს, რომ მთავრობამ დაამტკიცა კავკასიის სამხედრო სასამართლოს განაჩენი პოდპოლკოვნიკ ი. ს. იოსელიანის ტობოლსკის გუბერნიაში გადასახლების შესახებ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი თბილისის მეოთხე ნაწილის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი თბილისის ხმოსანი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 20 ნოემბერს ანასტასია ლუარსაბის ასულ ამილახვარს გორის მაზრის სოფელ ჭალაში დაკრძალავდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე გივის ძე ამილახვარმა ნაცნობებსა და ნათესავებს აუწყა, რომ გარდაიცვლა დედა ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი ივანე გივის ძე ამილახვრის დედა იყო.