რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს დომენტი ართილაყვამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხარკოვის სამხატვრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება გაიხსნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის გიმნაზიის გამგემ, იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ ხუციშვილისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 დეკემბერს ფატი ხუნდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ ევსევი ლუკას ძე ავალიანის შესახებ ცილისმწამებლური სტატიის გამო პროტესტი გამოუცხადა გაზეთ „ჩვენს მეგობარს“ (ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, 1916-1917 წწ., ქუთაისი.).
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება ახალციხეში მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთათვის სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ სკოლის გახსნა სოფ. კლდეში გადაწყვიტა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს სარგის კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი წიგნების გამოცემის დასრულება სთხოვა. გამგეობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საგამომცემლო სექციას მიანდო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში გრიგოლ ყიფშიძეს 25 მანეთი გადასცა, ვლადიმერ ნემსაძეს – 200, გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც, რამაც ჯამში 521. 44 მანეთი შეადგინა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, უნდა გაერკვიათ სასურველი იყო თუ არა საგურამოს მამულის სხვისთვის გადაცემა, რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა ეს საზოგადოებისთვის და შემდეგ ემსჯელათ ილიასეული სახლ-კარის დამთვალიერებელი ახალი კომისიის შექმნაზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ყიფშიძისა და ილია რუხაძის გარდა ნათლად არავის ჰქონდა გარკვეული საგურამოს მამულის მდგომარეობა, ამიტომ სწორედ მათთვის უნდა მიენდოთ ილიასეული სახლ-კარის დათვალიერება.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ მაჭავარიანი კავკავის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი კავკავის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილება. მისი თავმჯდომარე 1916 წელს მღვდელი კონსტანტინე კავკასიძე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი, 212 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი (ციხისთავიშვილი), ნესტორ ნიკოლოზის ძე მამულაიშვილი, ივანე კონსტანტინეს ძე ტყეშელაშვილი და ეგნატე დიმიტრის ძე ფაჩულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 ივნისს ასტრახანის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ელენე ისიდორეს ასულმა რამიშვილმა მოსკოვის ქალთა სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.