საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81520

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის პედაგოგი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 54 მოსწავლიდან (ვაჟი – 52 , ქალი –2) ოცდათერთმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩხარის სკოლის პედაგოგი ნესტორ სიკოს ძე ცერცვაძე მთავარ გამგეობას წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 40 მოსწავლიდან ცხრამეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კირცხის სკოლის პედაგოგმა ისიდორე შუკოს ძე ჭანტურიამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 82 მოსწავლიდან (ვაჟი – 83, ქალი – 2) 35-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ელენე ხარაზიშვილი, ანდრო ჭანტურია, ს. გ. ჯაფარიძე, ი. ბ. ჯანელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეტეხის სკოლის პედაგოგმა იოსებ გრიგოლის ძე კოშორიძემ მთავარ გამგეობას წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 42 მოსწავლიდან (ვაჟი – 26, ქალი – 16) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის სკოლის პედაგოგმა სტეფანე სანებლიძემ მთავარ გამგეობას ღარიბ მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 46 მოსწავლიდან (ვაჟი – 40, ქალი – 6) თოთხმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 21 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლუხვანოს (ლეჩხუმი) სკოლის პედაგოგი პეტრე ხეცურიანი მთავარ გამგეობას სწერს, რომ მისი სკოლის ცხრამეტივე მოსწავლეს შეუძლია სასწავლო ნივთებისა და სახელმძღვანელოების შეძენა.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს პარტია უმაღლეს სასწავლებლებში ტროცკისტული პროპაგანდის აღკვეთას ითხოვდა. მარგოლინს ტროცკის აზრები გაკრიტიკებული არ ჰქონდა, რის გამოც მარგოლინი და ქანთარია თანამდებობიდან მოხსნეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩიბათის სკოლის პედაგოგმა ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკმა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 20 მოსწავლიდან შვიდს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუგეულის (რაჭა) სკოლის პედაგოგი მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 18 მოსწავლიდან ორს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ნაესაკაოს (სენაკი) სკოლის პედაგოგი ივლიანე ჭეიშვილი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 92 მოსწავლიდან 32-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გ. ა. ცხადაძე, გ. მ. წერეთელი, მ. გ. ჭავჭანიძე, ლ. გ. ხარაძე, ს. ხახიშვილი, პ. ბ. ხოშტარია და გიორგი ზაქარიას ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 1-ელ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ამბროლაურის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი კანდელაკმა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა, სკოლის 30 მოსწავლიდან (ვაჟი – 24, ქალი – 6) თორმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა შალვა მესხიშვილს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სასწავლებლების აღრიცხვა და განათლების სამინისტროსთვის გადაცემა სთხოვა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ როსტომის ძე ჩხატარაშვილი, ონ. ან. ჩოლოყავა, კ. ს. ჩინჩალაძე, გ. მ. ჩარექაშვილი, კ. ვ. შენგელია და დ. ზ. ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქეთევან მიხეილის ასული ფურცელაძე, ლეონტი სტეფანეს ძე ქებურია, აკაკი კონსტანტინეს ძე ქაჯაია, მ. გ. ქათამაძე, ნიკოლოზ მოსეს ძე ქიქოძე და ს. ი. ყაზახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიის დროებითი დირექტორი მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების თანახმად გასცა განკარგულება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სასწავლებელი განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადასულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე ახალ გამგეობას მასწავლებლებისთვის ჯამაგირის გასაზრდელად საჭირო ხარჯების აღრიცხვა დაავალა. სამინისტროს მიერ დადგენილი თანხის მოძიება ახალ გამგეობას მთავრობისთვის უნდა ეთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, შემოსავალი 539. 52 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 145. 52. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 394 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, 70 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, მუშაობა დაიწყო პირველ ივლისს და წლის ბოლომდე 5 საქმე განიხილა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილება გაიხსნა. მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნიგოითის სკოლის პედაგოგი კონსტანტინე კალანდარიშვილი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 102 მოსწავლიდან (ვაჟი – 87, ქალი –15 ) 37-ს მათი შეძენა არ შეეძლო.