საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვალს გორში წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“, რომელიც ქართული ცხოვრების რეალობას ასახავდა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნინო მგალობლიშვილისა, ალექსანდრა ორჯონიკიძისა, ლიზა ჯავახიშვილი, ნატ. ქვლივიძისა და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვალს გორში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის სამმოქმედებიანი კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და აკაკის ვოდევილი „ბუტიაობა“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ვლადიმერ ჩაგანავა, რომელიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა თავის მოვალეობას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთ-ერთ სოფელში ერთკლასიანი სკოლის შენობის შეკეთება საკუთარ თავზე აიღო ლაილაშელმა ვაჭარმა ბერუჩოვმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, კავკასიის საერო განათლების მზრუნველი პეტრე იანოვსკი იმერეთში გაემგზავრა სკოლების დასათვალიერებლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ილორის ეკლესიის მღვდელ ივანე გრიგოლიას სამრევლო სკოლის დაარსება სურდა, რომლის სასარგებლოდ მოსახლეობის მიერ გაღებულ თანხას დიაკვანი თომა დუნდუა აგროვებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 თებერვალს დანიშნულია ნატო გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არხეოგრაფიის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს კობიაკოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ალექსანდრე ნიჯარაძემ მოიწვია თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რათა ერთად გადაეწყვიტათ თუ როგორ დახმარებოდნენ გიმნაზიას პარალელური კლასების გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა სწავლება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობა „დიაბოლინა“, მესამე ნაწილის გაგრძელება და მეოთხე ნაწილის დასაწყისი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების წევრთა კრება 6 თებერვალს გაიმართებოდა. კრებაზე მიწების იჯარით აღების თაობაზე მოხსენებას ერმოლოვი გააკეთებდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის მეთერთმეტე წერილი „ქართული პალეოგრაფია“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეოთხე ნაწილის გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მუხრანის ახლოს გაძარცვეს სოსია მელაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით 1888 წლის 6 თებერვალს ქუთაისის დრამატულმა დასმა წარმოადგინა ეფემია მესხის ბენეფისში შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვალს გატეხეს არუთინ სარქისოვის მაღაზია, საიდანაც გაიტანეს 141 მანეთის ტანსაცმელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა ვაშაკიძისა და პანეროვსკის განცხადებას, რომ უკანონოდ გადაახდევინეს სახლის გადასახადი.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 7 თებერვალს არტემ ნაზაროვი არუთინ სარქისოვის მაღაზიის გატეხვისა და გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 7 თებერვალს დააპატიმრეს თბილისის მოქალაქე ნიკოლოზ ჯავაშვილი, რომელმაც ბაღდასაროვის დუქნიდან სამი ტყავი მოიპარა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 7 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ოცდაათი თუმნიდან, რომელიც ბაღოსნობის სკოლის ხარჯს გადარჩა 20 თუმანი მიეცათ მასწავლებელ ჯაფარიძესთვის.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა სოფიო კირიაკოვის თხოვნას, რომ გაეთავისუფლებინათ მისი მამული გადასახადისაგან.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა ელენე ზუბალოვის განცხადებას დასაფასებელი გადასახადის უკანონოდ აღების თაობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა იოსებ მერაბოვის საჩივარს გამგეობიოს მიმართ, რომელმაც უარი განუცხადა ღვინის სარდაფის გახსნის თაობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა იაგორ დავიდოვის თხოვნას დახმარებოდნენ აეღო სარგებელი 1876 წელს გამორთმეული საშუალო აქციზიდან.