საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92896

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ზორიევმა ყავახანიდან 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი მოიპარა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დარიკო ზაალის ასული ჯავროვი ქვრივი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ფედოტოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი ფიქრობდა, რომ სინოდის კანტორის ნაცვლად საეგზარქოსო მმართველობა უნდა შეექმნათ. მმართველობის გადაწყვეტილებებს ეგზარქოსი დაამტკიცებდა, ხოლო მის შემადგენლობაში პროკურორისა და ორი მდივნის ნაცვლად მხოლოდ ერთი მდივანი იქნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევმა სინოდის წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ სინოდის კანტორა გაეუქმებინათ.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ანტონის ძე დათებოვი სამსახურიდან დაბრუნებისას ახალციხეში მოკლეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ანტონის ძე დათებოვი პოდპორუჩიკი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩს შიოევის სახლის გაკეთებაზე დახარჯული თანხის ანგარიში წარუდგინეს. სახლი თბილისის საარტისტო წრისთვის გადაკეთდა, რომლისთვისაც 45 000 მანეთი ჰქონდა ქალაქის გამგეობას გადადებული, თუმცა 50 000 მანეთი დაიხარჯა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი როსტომის ძე წერეთლის ფელეტონი „ლაყბობა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „სიმღერა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩი არქიტექტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი ორმოქმედებიანი კომედიის „ბაიყუშის“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 დეკემბერს ნ. ბერიშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ სამების ეკლესიაში იგალობა და ორი კვირის შემდეგ ქაშუეთშიც უნდა ეგალობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერ-ნიკოღოსოვის ყავახანა ივანე ზარიევმა გაძარცვა, გაიტანა 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი და გაიქცა. იგი მოგვიანებით დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის ქვეშევრდომი მამედ ქელბალაი ფაბულ ოღლი კარლ მიხელის ქარხნების ძარცვისთვის დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო პეტრე ლებედევის საათის ქურდობისთვის სამი თვით დააპატიმრეს. მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ლებედევისთვის საათის ღირებულების საფასური უნდა გადაეხადა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო კლასიკური გიმნაზიის დროებით დათხოვნილი თანამშრომელი და ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ლებედევი დამსახურებული სახელმწიფო მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „Новое Время“-ს ცნობით უმაღლესი მთავრობა გეგმავდა კავკასიაში მცხოვრები ყაზახები სამხედრო მიმართულებით გაეწვრთნა, რათა მათი დახმარებით ადგილობრივი მკვიდრები გაეკონტროლებინა. ახლო მომავალში ამ თემაზე სახელმწიფო საბჭო იმსჯელებდა და მოლაპარაკებაში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი მიიღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილს ჰყავდა ხოროს გუნდი, რომელიც თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისაგან შედგებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ლოლაძე პოლიციის ბოქაული იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 24 დეკემბერს მაიორი გაბრიელ ალხაზოვი გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის ავტორობით თეიმურაზ მეფის ლექსები გამოიცა. წიგნი 30 კაპიკი ღირდა და თბილისის ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სთხოვა დაღესტანში ნაპოვნი ხელნაწერი „ბაქარიანი“ შეემოწმებინა და შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის დასაცავად გადაეცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ დაღესტანში ნაპოვნ ხელნაწერში ბევრი მნიშვნელოვანი ქართველი ისტორიული ფიგურა იყო მოხსენიებული. ხელნაწერის ავტორი რუსებისა და იმ დროს დაწინაურებული ქართველების შესახებ წერდა.