საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81452

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი. განყოფილებასთან არსებობდა სასკოლო და ადმინისტრაციული კომისიები და წიგნების მაღაზიის გამგეკომისია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს მაისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საგურამოს მამულის მდგომარეობის შესახებ.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს გამოიცა ბარბარე თუმანიშვილის მიერ რუსულიდან თარგმნილი სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა რეზოლუცია სასკოლო სექციის მიერ სასწავლებლების გარკვეული ტიპის შემუშავების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებისას სხვა უწყების სკოლაში ნამსახურები დროის გათვალისწინება გადაწყვიტეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე კიკვაძემ სკოლების გაუმჯობესების შესახებ რვა სხვადასხვა შინაარსის რეზოლუცია წარადგინა. გამგეობამ სკოლებში საუკეთესო მასწავლებლების მისაწვევად თანხა გამოყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, სოფიო კულიკოვსკისამ საზოგადოებას 1000 მანეთი უანდერძა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ხალხის სკოლასთან დასაკავშირებლად მასწავლებლებს სკოლაში სახალხო კითხვებისა და საუბრების ხშირად გამართვა დაავალეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლების გაუმჯობესების შესახებ რეზოლუცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ ახალი სკოლები უნდა გაეხსნათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სოფიო კულიკოვსკისას ანდერძი განიხილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ანდრონიკაშვილის თხოვნა კავკასიის რუკის გამოსაცემად 250 მანეთის სესხების შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი წარდგენილი რეზოლუციის თანახმად სასკოლო სექციას მასწავლებლებისთვის პედაგოგიური კურსებისა და კრებების გამართვა დაავალეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების (თავმჯდომარე – ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი) წიგნის მაღაზიას შემოსავალი 8 957. 61 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 8 928. 23.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, თავის სკოლას მესამე განყოფილება მიამატა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პარმენ გიტოს ძე ჭანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების (გაიხსნა 1909 წელს) თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობას (თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი) შემოსავალი 3 800. 32 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 2 599. 54. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1 200. 78 მანეთი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სევერიანე სპირიდონის ძე ჩიქოვანი, ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელი და ილია ზურაბის ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, 130 წევრი ჰყავდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 სექტემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, ხელფასი არ ჰყოფნიდა, მიუხედავად ამისა, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, ამიტომ სთხოვდა, დაეჯილდოებინა იგი 10 თუმნით და მისი ხელფასიდან არ გამოერიცხა ბათუმის სკოლის სასარგებლოდ გამართული ცირკის წარმოდგენიდან შემოსული ფული.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სექტემბერში სწავლა 34-მა ქრისტიანმა მოსწავლემ დაიწყო, მაჰმადიანი ბავშვები კი სკოლაში ოქტომბრიდან ივლიდნენ.