რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, განყოფილებაში არსებობდა თეატრალური, სცენისმოყვარეთა ჯგუფის შესადგენი და სახელმძღვანელო ჯგუფები. ანგარიშს ხელი მოაწერა თავმჯდომარე ტარას დავითის ძე ორჯონიკიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პლატონ გიორგის ძე კეშელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 აპრილს კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისს მასწავლებელმა იასონ ამირანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა ამირანაშვილისთვის აღმოსავლური ენების შესასწავლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი ფოთის სახალხო სკოლის მასწავლებელი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეების გარდა სოფელ ჯუმათში იყვნენ სხვა ბავშვებიც, რომელთა მშობლებსაც არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების შეძენა და ამ მიზეზით არ შემოჰყავდათ სკოლაში.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იასონ დავითის ძე ასათიანი, ილია ალიბარაშვილი და ისიდორე აბულაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ტარიელ ანტონის ძე ბორჩხაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, გრიგოლ იაკობის ძე ბაკურია და ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: თ. კიკვაძე, თავმჯდომარე: შ. დედაბრიშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაკობ გაბრიელის ძე აზარიაშვილი, გიორგი ეფრემის ძე აფხაზავა, ივლიანე აბაშიძე, ლეონტი ანთაძე და რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი, ვერა ლონგინოზის ასული ავალიშვილი, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და გიორგი მოსეს ძე ანთაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ სოფია თევდორეს ასული ავალიშვილი, გრიგოლ მიხეილის ძე არჯევანიძე, იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი და თამარ ნიკოლოზის ასული ავალიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს მიხეილ მიხეილის ძე გიორგობიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.