რეგისტრირებული ფაქტები80966
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: თანამდებობა
ალექსანდრე ალანია იყო ფოთის პორტის გემების მიმღები და კაბოტაჟური ცურვის ორგანიზაციის კომისიის წევრი. ყველა სახელმწიფო დაწესებულებას და თანამდებობის პირს სთხოვენ, დაეხმარონ მას ფოთში გამგზავრებასა და უკან დაბრუნებაში. მიმართვას ხელს აწერენ სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი, კანცელარიის მმართველი როლკე.
1933
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1933 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩუბინაშვილმა მუზეუმის თანაშრომლის, ქრისტინე შარაშიძის დაბადების ცნობა გასცა. ცნობით დამოწმებულია, რომ ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1889 წლის 5 იანვარს გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში. ცნობას ხელს აწერენ საქართველოს მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მდივანი ნ. ჯავახიშვილი.
1961
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის შექმნის 40 წლისთავთან დაკავშირებით 1961 წლის 10 მაისის ბრძანებულებით ქრისტინე შარაშიძე დააჯილდოვა სსსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით რესპუბლიკის სახალხო მეურნეობისა და კულტურის დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წლის 17 მარტით დათარიღებული მოწმობის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ჰუმანიტარული განყოფილების გამგედ მუშაობდა და ხელფასი 120 მანეთი ჰქონდა. მოწმობას ხელს აწერენ მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მისი მდივანი ანდრია აფაქიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის 1918 წლის 12 ოქტომბრის (N453) ტელეფონოგრამა ეხება სამტრედიას და ფოთს შორის სამდინარო ნაოსნობის გახსნასთან დაკავშირებით კომისიის შემადგენლობაში მიწვევის საკითხს. მდ. რიონზე ნაოსნობის გახსნის გამო ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებას მონაწილეობა უნდა მიეღო მისი საკონცესიო პირობების შემუშავებაში. საზღვაო და სამდინარო სააქციო სატრანსპორტო საზოგადოების დამფუძნებელთა ნდობით აღჭურვილი პირის, აკაკი ხოშტარიას, მინისტრის სახელზე შესული თხოვნა და კონცესიის პროექტი განიხილეს კონცესიონერებისა და ნდობით აღჭურვილი პირის, პაპავას (ხოშტარია ბაქოში გაემგზავრა), ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 25 დეკემბერს გზათა სამინისტროს საავტომობილო განყოფილების ბუღალტერიის წარმომადგენლებმა სალიკვიდაციო ნაწილის გამგე ნ. მაჭავარიანს სთხოვეს, რომ მათთვის სალიკვიდაციო ნაწილებიდან მაგიდა და კარადა დაეთმოთ. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: განყოფილების მმართველის თანამდებობის შემსრულებელმა ინჟინერმა მ. ჯიმშალეიშვილმა და ბუღალტერმა ა. ნაროუშვილმა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 იანვარს გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ მდინარე რიონზე ნაოსნობის მომწყობ და მიმღებ რწმუნებულ აკაკი ჩოჩუას დაავალა, წასულიყო ფოთში და მიეღო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს მიერ შედგენილ სიაში აღნიშნული ყველა გემი. განკარგულებას ხელი მოაწერა საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 იანვარს ტექნიკური მმართველობის უფროსმა ინჟინერმა გიორგი ანდრონიკაშვილმა და საქმისმწარმოებელმა გ. ქოქაშვილმა გზათა სამინისტროს კანცელარიას სთხოვეს, მათ წერილზე დართული საქართველოს რესპუბლიკის საქმეთა მმართველის მიწერ-მოწერა (18 იანვრიდან; N156) გზათა ოლქის უფროსისთვის გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 მარტს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი, მიწათმოქმედების, გზათა მიმოსვლის და შრომის მინისტრს სწერადა, რომ გზათა სამინისტროს რწმუნებული აკაკი ჩოჩუა სამმართველოსგან ყოველგვარი ფულით 1919 წლის 20 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე დაკმაყოფილებული იყო, ამ დღიდან ჩოჩუა გზათა სამინისტროს განკარგულებაში იყო გადაყვანილი, რადგან ფლოტილიის საქმე მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს ოლქის უფროსმა ინჟინერმა დადიანმა ინჟინერ სტანკევიჩს სთხოვა, წერილის მიღებისთანავე წასულიყო ფოთში გემებისა და ფოთის პორტის გზათა სამინისტროსთვის გადამცემი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს სამმართველოს უფროსი, ინჟინერი ივანე დადიანი (კანცელარიის მმართველი როლკე) ყველა სახელმწიფო დაწესებულებას და თანამდებობის პირს სთხოვს, მოწმობის წარმდგენს, ინჟინერ ფლორიან სტანკევიჩს – ფოთის პორტის გემების მიმღები კომისიის წევრსა და კაბოტაჟური ცურვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს – დახმარება აღმოუჩინონ ფოთში გამგზავრებასა და უკან დაბრუნებაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს ოლქის უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა ალექსანდრე მაქსიმეს ძე ალანიას სთხოვა, წერილის მიღებისთანავე წასულიყო ფოთში გემებისა და ფოთის პორტის გზათა სამინისტროს მფლობელობაში გადამცემი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 თებერვალს ოლქის უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა მმართველობის განკარგულებაში მყოფ ინჟინერს, პისტრიაკოვს შესთავაზა, წერილის მიღებისთანავე წასულიყო გზათა სამინისტროს მფლობელობაში არსებული გემებისა და ფოთის პორტის გამგებლობაში გადმოცემის საკითხის შემსწავლელ კომისიაში მონაწილეობის მისაღებად და დაავალა, მუშაობის დასრულების შემდეგ ფოთიდან ქუთაისში გამგზავრებულიყო ოსეთის სამხედრო გზის ინსპექციის ჩასატარებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის დანიშნულმა კომისიამ (თავმჯდომარე სამხედრო პორტისა და სანაპიროების უფროსი, I რანგის კაპიტანი ჭავჭავაძე; ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელი ინჟინერი ალშიბაია; გზათა სამინისტროს წარმომადგენლები, ინჟინრები: პიასტრიკოვი და სტანკევიჩი) დაათვალიერა ფოთის პორტის საცურაო საშუალებები ზღვაში ნაოსნობისა და ვენის სამდინარო ფლოტილიისათვის გემების ვარგისიანობის გამოსავლენად.
1918
ტიპი: ღონისძიება
ბათუმის სავაჭრო პორტის უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა უპასუხა გემ „ეკატერინე დიდის“ კაპიტანს, კონსტანტინე ჩუბინოვს 1918 წლის 27 ივნისის თხოვნაზე – გადაეცათ 14 ივნისს გაცემული გემ „ეკატერინე დიდის“ შემოწმების აქტის ასლი სასამართლოში გასასაჩივრებლად წარსადგენად – რომ აქტის ასლი მხოლოდ სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 თებერვალს სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მოახსენა, რომ ბათუმის სახელოსნოების ფოთში გადატანა ვიდრე გზათა სამინისტროს განკარგულებაში არ გადავიდოდა გემები და ფოთის პორტის ქონება ნაადრევი იყო. განკარგულებას კანცელარიის გამგის მაგივრად ხელს ა. კანდელაკი აწერდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
შორეული ნაოსნობის შტურმანი კონსტანტინე გაბრიელის ჩუბინიშვილი 1918 წლის 31 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის გზათა მინისტრს მეორედ სთხოვს – რადგან იმ დღეებში მინისტრის განკარგულებით ფოთში მიდის გამგე, რომელმაც უნდა აღწეროს და ჩაიბაროს საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი გემები – რომელიმე გემზე კაპიტნად დანიშნოს. თან ურთავს მოწმობებს, რომლებიც ამტკიცებს, სად, რომელ ადგილებში უმსახურია.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938 წლის 5 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო კარლ მარქსის სახელობის საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის დროებითი საშვი.
1942
ტიპი: ავტორობა
1942 წლის 1-ლ ივნისს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ სიმონ ჯანაშიასა და ქრისტინე შარაშიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა ნაშრომი თემაზე: „იესე ოსეს ძის ქრონიკები“ ერთ-ნახევარი საავტორო თაბახის მოცულობით. ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ დირექცია მას თითოეულ თაბახში ჰონორარს – 400 მანეთს მისცემდა. ხელშეკრულება შედგა ორ ცალად: ერთი ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა, მეორე ისტორიის ინსტიტუტში დარჩა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 იანვარს გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების საქმეების რწმუნებულმა ირაკლი გოპაძემ (ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ლეონიდ ჯაფარიძე) საავტომობილო განყოფილების მატერიალური ნაწილის მმართველს სთხოვა, გაეცა განკარგულება სამხედრო რკინიგზების ლიკვიდაციის ყუთების სამინისტროს არქივში გადაზიდვის დასამთავრებლად 1-ელ თებერვალს, 10 სთ-ზე, სამინისტროს შენობაში საბარგო მანქანა გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
ტუაფსეს დროებითი სამხედრო პორტის მეთაურის N24 ბრძანებით, 1919 წელს კომისიამ ჩაიბარა ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საჭიროებისთვის შეძენილი გემი „Добровольский“, რომელიც ტუაფსეში იდგა და ნოვოროსიისკელ ვაჭარს, კ. ცერტოსს ეკუთვნოდა. ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის მიერ „Добровольский“-ის მიღების დღეს გემზე იყო მასალები თანდართული ცნობებით. გემი და იქ არსებული ქონება ჩაიბარა კაპიტანმა დ. სოკოლოვმა. მექანიკოსი იყო ფ. ლებედინსკი, წევრები – ფეოდოროვი და Шхут N55-ის კაპიტანი ნ. ივანოვი, მონაწილე – ვ. მარჯანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დეკემბერში გაცემული მოწმობა, რომ აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუა ირიცხება გზათა სამინისტროს საზღვაო ნაოსნობის ორგანიზაციის რწმუნებულად, დამოწმებულია კანცელარიის მმართველის, ღამბაშიძის ხელმოწერითა და გზათა სამინისტროს კანცელარიის სახელმწიფო ბეჭდით; ხელს ასევე აწერს საქმეთა მწარმოებელი კობეშავიძე.