რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ოდესის უნივერსიტეტის მეორე კურსზე გადასვლისას დუტუ მეგრელს დაენიშნა სახელმწიფო სტიპენდია 20 მანეთის ოდენობით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1891 წლებში დუტუ მეგრელი მხოლოდ შემოდგომა-გაზაფხულზე ჩადიოდა ოდესაში, დანარჩენ დროს კი საქართველოში ატარებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1891 წლებში დუტუ მეგრელი წელიწადში ორჯერ ჩადიოდა ოდესაში უნივერსიტეტში სასწავლო სემესტრების ჩასათვლელად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1891 წლებში საქართველოში ყოფნისას დუტუ მეგრელი ძირითადად დროს აბასთუმანსა და სოხუმში ატარებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისში დუტუ მეგრელი მხოლოდ ნიჭის იმედად იყო, რადგან, მისი აზრით, სხვა მხრივ ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანდა ინვალიდობის გამო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ეგზარქოსმა პავლემ პავლე ჩუდეცკის ქვრივი მარიამ მანჟელეი ყაზანის ეპარქიაში სასწავლებლის გამგედ დანიშნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 იანვარს ქართულ თეატრში წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატალია ცაგარელი.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 6 იანვარს წყალკურთხევა იყო მტკვარზე. ქაშუეთის ეკლესიაში წირვა ეგზარქოსმა პალადიმ ჩაატრა და მდაბიო ხალხსაც დართო ნება შესულიყვნენ ეკლესიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი სამსახურის საქმეების გამო გაემგზავრა თბილისიდან პეტერბურგში.

