საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1851

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში ისწავლებოდა პლატონ იოსელიანის შედგენილი „პირუეილდაწყებითნი კანონნი ქართულისა ღრამმატიკისა“ (გამოიცა 1851 წელს).

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ თეოფილე კანდელაკის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში 17 ღარიბი მოსწავლე იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ თეოფილე კანდელაკის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში სწავლობდა 35 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან შემოწირული წიგნების უმეტესი ნაწილი დაურიგა სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეებს, დანარჩენი კი ინახებოდა ბიბლიოთეკაში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ 6 თებერვალს სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში მიიღეს 50 წიგნი, მათ შორის 6 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ლოცვანი“ – 3, ჯუღელის „წერის დედანი“ – 1, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ახალი აღთქმა - 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებილნი სიბრძნე-სიცრუიდგან და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 3.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს სოფ. მეჯვრისხევის სასწავლებლის პედაგოგმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება მეჯვრისხევის სასოფლო სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. მეჯვრისხევის სასწავლებლის პედაგოგ თეოფილე კანდელაკს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუშისთვის 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა რთული იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საწევრო გადასახადის შემცირება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ თავად მუშები და გლეხები მოითხოვდნენ საწევრო გადასახადის შემცირებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობდა საზოგადოების განყოფილებების გამრავლებას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ ლიხაურის, ბათუმის, სოხუმისა და სხვა ქალაქის საზოგადოების განყოფილებები მოითხოვდნენ საწევრო გადასახადის შემცირებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ არამარტო მუშებისთვის, გლეხებისთვისაც რთული იყო 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ მუშისთვის 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა რთული იყო, რადგან მას თვეში 25-35 მანეთი ჰქონდა შემოსავალი, რომლითაც ცოლ-შვილიც უნდა ერჩინა და სხვა დაწესებულებაშიც შეეტანა თანხა მონაწილეობის მისაღებად, რასაც ყველა ვერ ახერხებდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: პავლე ლუკას ძე ამაშუკელი, ბარბარე ანდრონიკაშვილი, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილი, ლევან (ლელო) აბელის ძე ანდრონიკაშვილი და ივანე სოლომონის ძე ანდრონიკაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ ხალხისთვის საშუალება უნდა მიეცათ გაწევრიანებულიყვნენ და ემუშავათ საზოგადოებაში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ ხალხი მზად იყო საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მათ მაღალი საწევრო გადასახადი აბრკოლებდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქშწკგ საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მომხსენებელ ნოე ჟორდანიას შეეხო და მის მოძღვრებას ეროვნული იდეების საწინააღმდეგო უწოდა. ცინცაძის აზრით, კრებაზე ნოე ჟორდანიას ხსენება სრულიად უადგილო და ზედმეტი იყო, ვინაიდან განსახილველ საკითხს არ ეხებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ხალხი მზად არ იყო საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად და ამიტომ არ უნდა შეემცირებინათ იგი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ თუ საწევრო გადასახადს შეამცირებდნენ საზოგადოებას დახურავდნენ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 3 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება სწერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას, რომ საზოგადოება უნივერსიტეტს უფლებას აძლევს (საჭიროებისდა მიხედვით) ზოგიერთი ეთნოგრაფიული ნივთი გადასცეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 5 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა სწერს წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას, რომ უნივერსიტეტი ჩაიბარებს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების არქივს, რომელიც შეიცავს გამგეობის სხდომების ოქმებს, სკოლების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმის საქმეებს. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 2 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას სწერს, რომ საგანგებო სხდომაზე დაადგინეს უნივერსიტეტისთვის (შესანახად და სარგებლობისთვისაც) გადაეცათ ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივი, რომელიც შეიცავდა საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმებს 1879 წლიდან 1920 წლამდე, ასევე სკოლებისა და ბიბლიოთეკების საქმეებს. თუ უნივერსიტეტის გამგეობა მიიღებდა ამ წინადადებას, შეეძლო წარმომადგენელი გაეგზავნა საქმეების ჩასაბარებლად. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.