საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91191

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძის მზრუნველობით ზუგდიდში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს თბილისში, მიხეილის ქუჩაზე (ახლანდელ აღმაშენებელზე), მასწავლებელ ქალთა საზოგადოების მიერ დაარსებული ო. კაიდანოვის სახელობის იაფფასიანი სახალხო ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს დაარსდა კავკავის სკოლა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა დაიბადა 1888 წელს სენაკის რაიონის სოფელ აბაშაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავში ქართველი ბავშვებისთვის მთავრობის ნებართვით ოფიციალურად დააარსა პირველდაწყებითი სასწავლებელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს თბილისის მოქალაქე არტემ გაბრიელის ძე უზბაშოვმა საქალაქო სკოლების ღარიბი მოსწავლეებისთვის ქალაქის გამგეობის სალაროში 500 მანეთი შეიტანა და საბჭოს განკარგულებით თანხის განაწილება ითხოვა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ოლივერ უორდროპმა გამოაქვეყნა ორას გვერდიანი წიგნი „საქართველოს სამეფო, მოგზაურობა ღვინის, ქალებისა და სიმღერების ქვეყანაში“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლა დაარსდა. სკოლა საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული და 4 განყოფილებისგან შედგებოდა. 1916 წელს სკოლის გამგე იყო გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე.

1888

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოსალოდნელი გასავალი 1888-1889 წლისთვის იყო: ბათუმის სკოლისთვის 2000 მანეთი, ხელთუბნის სკოლისთვის 400 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, თონეთის სკოლისთვის 350, საქმისმწარმოებლის ხელფასისთვის 600 მანეთი, საქმისმწარმოებლის თანაშემწის ხელფასისთვის 180 მანეთი, კანცელარიის თანამშრომლისთვის 72 მანეთი, კანცელარიის სადგურის ქირისა და გათბობისთვის 270 მენთი, კანცელარიის წვრილმანი ხარჯისთვის 100 მანეთი, მუზეუმისა და წიგნთსაცავის შესავსებად 200 მანეთი. სულ 4522 მანეთი. შემოსავალ-გასავლის აღრიცხვას ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი იყო ალექსანდრე ილიას ძე სტოიანოვი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე კომიტეტში ნ. ცხვედაძემ სამეურნეო სასწავლებლის ორი პროექტი წარადგინა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ივანე ბედელაძე კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს გიორგი ქართველიშვილი თბილისის საპატიმროს კომიტეტის დირექტორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1888 წლის 1-ლი იანვრისათვის. ბალანსს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და ხ. ხაჩატურიანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 1-ელი იანვრისთვის ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი ჯამში 4 685 197 მანეთი და 66 კაპიკი იყო. ბალანსს ხელს აწერენ ბანკის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, გამგეობის წევრები: ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი, ბუღალტერი ო. სვანიძე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი შექსპირის „ჰამლეტი“, რომლის ფასი ექვსი შაური იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობა „ღამის მეხრე ცეცო“, გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლექსი, რომელიც საქართველოს კალენდრის შემდგენელს ვალერიან გუნიას მიუძღვნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლისადმი მიძღვნილი ლექსი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ისიდორე გიორგის ძე გაბაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მეოთხე საპრისტაოში, მდებარე ქვითკირის სახლი და 4102 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ბესარიონ ალექსის ძე გაბაევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ქვეშეთის ქუჩაზე, მდებარე ორი ქვითკირის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს პლუშჩევსკი ვაჭრის, მანის ადვოკატი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს დავით თაბუნიძე თონეთის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს სერგეი ფარეიშვილი ოზურგეთში მასწავლებლად მუშაობდა.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წელს ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრი იყო.