საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „кавказъ“-ი იუწყება, რომ თბილისის გამგეობის განცხადებით ყორღანოვისგან ქალაქისთვის წყლის მილი უნდა შეეძინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ თონეთში მცხოვრებ კონსტანტინე ყავრიშვილს დაეწვა სახლები და მარანი, რამაც ის ჯამში 6 000 მანეთით დააზარალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ფრენკელი კვლავ აპირებდა გაზეთ „кавказское Обозръние“-ს გამოცემას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 აპრილს კავკავის მაზრის უფროსმა გოლუბიევმა სახალხოდ გაროზგა ქურდობაში ეჭვმიტანილი 2 პირი და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ვინც კიდევ გაბედავდა და იქურდებდა, მსგავსად დაისჯებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილით ზაქარია ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ივერიის“ მე-80 ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მან პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა თავისი ჩასწორებებით დაბეჭდა. ის უარყოფდა ამ ფაქტს და რედაქციას მიმართავდა, თუ სურდათ, შესადარებლად მიუტანდა დედანსაც და ნაბეჭდ მასალასაც.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის სასულიერო გიმნაზიის ინსპექტორი პატოცკი სინოდის განკარგულების თანახმად, პერმის სემინარიის ინსპექტორად დანიშნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ფილიმონ ქორიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მარიამ ძნელაძემ, ჭილაძისამ და ვლადიმერ ღლონტმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აპრილს იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ქუთაისის თაეტრის დარბაზში უნდა წაეკითხა საჯარო ლექცია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ცუდი ამინდების გამო ბ. ფურერმა ბოლო წარმოდგენა გამართა და თბილისში დაბრუნდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან თბილისში გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გაეცნოთ წიგნით ვაჭრობის წეს-დებულება, იქაური მთავრობისგან თუ იყო საჭირო ნებართვის აღება და ა. შ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი და დაახლოებით 10 თუმნის წიგნების გაგზავნა ითხოვა, და რაკი ვლადიკავკაზში ქართული სტამბა არ იყო, ასევე – ქართულად დაბეჭდილი განცხადებებისა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა, სად შეძლებდნენ ქართული წიგნების ყიდვას. ამ განცხადებებს თვითონ მიხეილი დაარიგებდა სახლებსა და დუქნებში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილი მისწერა, რათა გაერკვია, რატომ ვერ წაიღეს მისი გამოცემული არითმეტიკის წიგნები ვახტანგ თულაშვილისგან. ასევე აინტერესებდა, მისი ახალი სახელმძღვანელოებისთვის საზოგადოების საწყობში თუ იქნებოდა ადგილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარძიის წინამძღოლი, მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (კირილე ჩიჩუა), რომელიც დაზიანდა ვარძიის მონასტრის ახლოს კლდეების ნგრევის დროს, ექიმ თურმანიძის დახმარებით გამოჯანმრთელდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მარიამ მანველიძის მიერ ჩაწერილი ხალხური ლექსი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული ლექსები დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ბადია ბალიაურის ხალხური ლექსი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილმა შექმნა სხვადასხვა ზომის ახალი ქართული ასოები, რომლებიც შემდეგ აბრამ აკოფოვმა ლაიპციგში ჩამოასხმევინა და ამ ასოებით ყდებსა და ატლასის ლენტებზე ბეჭდავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 აპრილს სომეხი მწერალი აკოფ მელიქ-აკოფიანი თავისი სახლიდან ვანქის სობოროში გადაასვენეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ დაბეჭდილი წიგნი „ქართული მწერლობა მეჩვიდმეტე საუკუნეში“, რომელიც შეიცავდა საბიოგრაფიო და საბიბლიოგრაფიო ცნობებს მეჩვიდმეტე საუკუნის მწერალთა და მწერლობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ყოფილი გამომძიებელი ალექსანდრე ხოსროევი, რომელსაც საკუთარი ქონების განზრახ დაწვას ედავებოდნენ სასამართლომ გასამართლებამდე გაათავისუფლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში მოძღვარმა გიორგი ფოფხაძემ ეკლესიაში იქადაგა, რა ცუდი და ქვეყნის დამანგრეველი იყო ავაზაკობა, რის გამოც იმ ღამესვე მის საბძელს ცეცხლი წაუკიდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ეპისკოპოს გაბრიელს (გერასიმე ქიქოძეს) სურდა დაეარსებინა წმინდა სანთლის მწარმოებელი ქარხანა, რადგან მექარხნეები სანთელში სხვადასხვა მავნე ნივთიერებას ურევდნენ. ეს საკითხი იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებას 24 მაისს უნდა განეხილა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ღვარდიაში ჭირნახულით სავსე ბეღელი დაუწვეს დეკანოზ მ. ი. ვაწაძეს.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ი. ფოფხაძე მღვდელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში თავად მ. ყ. წულუკიძეს წისქვილი და საზაფხულო სასახლე დაუწვეს.