საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81446

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში მასწავლებელმა ისიდორე ჭანტურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სოფელ კირცხის სასწავლებლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 12 ნოემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელი კონსტანტინე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, გაუგზავნონ „დედა ენა“, „ბუნების კარი“, გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, ასპიდის დაფები გრიფელით, 17 ეგზემპლარად, რამდენი ღარიბი მოსწავლეც იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობით, 1881 წლის ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სასწავლებელში 85 მოსწავლე ქალი და ვაჟი სწავლობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობა, რომ სოფ. კირცხის სასწავლებელს ერთხელაც არ მიუღია წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბი მოსწავლეებისთვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კირცხის სასწავლებლის პედაგოგ ისიდორე ჭანტურიას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, ბრძანება N30.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მოსწავლეთათვის გამოეგზავნათ ადვილად საკითხავი წიგნები. მისი აზრით, მსგავსი წიგნები სასარგებლო იყო ხალხში წიგნის კითხვის გავრცელებისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ ბოდბისხევის სკოლას იმ დროისთვის ესაჭიროებოდა შემდეგ წიგნები: „ბუნების კარი“ – 12, „დედა ენა“ – 15, რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 15, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 10, „დიმიტრი თავდადებული“ – 10, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 10; ნივთები: ორი მაგიდა, თითო 5 მოწაფისათვის, ფასი 16 მან., დახაზული ასპიდის დაფები – 15, სახაზავები – 18, გრიფელი – 2 კოლოფი, ხმელი მელანი – 2, გლობუსი, საქართველოს რუკა, ფანქრები – 2 დუჟინი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას ცნობით, 1881 წლის 21 დეკემბრისთვის ბოდბისხევის სასოფლო სკოლაში სწავლობდა 60 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად სკოლამ წიგნები ნამდვილად მიიღო მისი წინამორბედის დროს, მაგრამ არ იყო დაფიქსირებული რამდენჯერ და როდის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ბოდბისხევის სკოლის მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი აღნიევის ცნობით, 1881 წლის 19 დეკემბრისთვის შილდის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 56 მოსწავლე, მათგან 19 ქალი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 იანვარს სოფელ შილდის სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული ყველა წიგნი განათავსა სკოლის ბიბლიოთეკაში. მას ძირითადად ღარიბი მოსწავლეები იყენებდნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 იანვარს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები სკოლისათვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, თევდორე კიკვაძე, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე და დავით კარიჭაშვილი

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ შილდის სკოლის მასწავლებელ გიორგი აღნიევს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: პარმენ მიხეილის ძე კახიანი, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, ნინო პლატონის ასული გველესიანი, გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ნაკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, მელიტონ ივანეს ძე რუსია და ნიკოლოზ ბარნაბის ძე ნიჟარაძე.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს გერასიმე კალანდარიშვილმა შეადგინა რუსული ენის სახემძღვანელო „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოხსენება ტყვარჩელის ქვანახშირის მადნების შესახებ. თავმჯდომარის თქმით, ტყვარჩელის შავი ქვის მადნები ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას უანდერძა განსვენებულმა გ. ივ. ზდანოვიჩმა. რუსეთიდან ჩამოსულ მის წარმომადგენელ ინჟინერ ან. პრ. ივანოვს მოლაპარაკება ჰქონია იტალიის მისიის წარმომადგენელთან. მისიას მადნების კონცესიით აღება სურდა. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით ივანოვი უნდა დანიშნულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ვექილად. გამგეობა დათანხმდა ამ წინადადებას. საზოგადოება თმობდა თავის წილს და თანხაზე ივანოვი უნდა მორიგებულიყო კონცესიონერებთან, ფულის მიღების პროცედურას კი საზოგადოების მთავარი გამგეობის წარმომადგენელი დაესწრებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ზოტიკე ჩიქვილაძემ თავისი წიგნების ჰონორარიდან თანხა სთხოვა. გამგეობამ ჩიქვილაძესთვის 500 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საგურამოს მამულის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გუდამაყრის ხეობის დუშეთის მაზრის მცხოვრები ივანე გივის ძე წიკლაურის თხოვნა, საგურამოს მამული  იჯარით მიეცათ დასამუშავებელად. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე, პავლე დავითის ძე საყვარელიძე, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგეობამ განიხილა მაღაზიის მსახურ პ. გლადიშევის თხოვნა მამის ავადმყოფობის გამო დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გლადიშევისთვის 10 000 მანეთი მიეცა.