საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1893

ტიპი: ავტორობა

ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა შეადგინა „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებების წარმოების მასალა“, რომელიც მეორედ 1893 წელს გამოიცა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებამ ახალი მმართველობა აირჩია. გამგეობის წევრებად აირჩიეს: სპირიდონ ოქროპირის ძე დანელია, ამბაკო იესეს ძე სულუხია, ევგენი იესეს ძე ბოხუა, სამუელ სტეფანეს ძე კოპლატაძე, ანდრი ბზიავა და დიმიტრი ეპიტაშვილი. წევრობის კანდიდატებად – ლუკა ვასაძე, თეოფილე ალმასხანის ძე გოგიბერიძე და ლუკა წულაია, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრებად – ალექსანდრე ჩხარტიშვილი, ნესტორ ჭანიშვილი და დომენტი გიგოს ძე ნადირაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დავით შევარდენის ძე ორაგველიძე სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დავით ორაგველიძემ სამხედრო სამსახურის გამო უმაღლესი სასწავლებელი მიატოვა და თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო რაზმის დაარსებიდან გვარდიის წევრად ირიცხებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ივლისს დავით შევარდენის ძე ორაგველიძემ და ივანე დიმიტრის ძე კვაჭაძემ სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის უფროს ივანე ცომაიას სთხოვეს, მათთვის საზღვარგარეთ სწავლის უფლება მიეცათ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ხონში, მათხოჯში, გორდაში, ნაოღალევში (მარტვილი), ნახუნავოსა და სალხინოში ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობას (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) შემოსავალი 593. 07 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 399. 34. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 193. 73 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) მოიწვია ხონის რაიონის სამკითხველოების წარმომადგენლები და მათთან ერთად განიხილა სამკითხველოებთან დაკავშირებული ზნეობრივი და ქონებრივი საკითხები.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) გამართა სახალხო სეირნობა და საცეკვაო საღამო, რომელთა შემოსავალი განყოფილების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე და მისი მოადგილე პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი თავიანთი ხარჯებით ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ორკლასიან სასწავლებელში მაჰმადიან ბავშვს, ჰუსეინ ხარაძეს ზრდიდნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე, სეით ლუარსაბის ძე იაშვილი, გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე, გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი და გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე (სკოლების მეთვალყურე) სასკოლო სექციის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი სასკოლო სექციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე სასკოლო სექციის თავმჯდომარე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ტომსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტ პროკოფი მუჯირს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს გიორგი ჭინჭარაძე კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ გიორგი ჭინჭარაძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტ ბარბარე ვარდოსანიძეს ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საკანცელარიო ნივთების გაყიდვის წესის შემოღების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია საზოგადოების სკოლებთან არსებული ბიბლიოთეკების სამაგალითოდ მოწყობის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საკანცელარიო ნივთებზე ფასის შემცირების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია ადგილობრივთა ინიციატივით ბიბლიოთეკის მხოლოდ ბინის და გამგის ჯამაგირის გარანტიის არსებობის შემთხვევაში გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.