საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 6 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექციას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საკანდიდატო მინიმუმის ჩაბარება და ითხოვა დაებრუნებინათ 1948 წლის შემოდგომაზე წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „ვახუშტი ნათარგმნ შრომებში“ (სამ ცალად). ნაშრომის გამოტანას ის თინათინ ენუქიძეს ანდობდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ დეკემბერს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ანდრია აფაქიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისცა დახასიათება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში წარსადგენად.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 1941 წლიდან ხელშეკრულებით მუშაობდა, 1945 წლიდან კი შტატიანი თანამშრომელი იყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე მუზეუმის მეცნიერ-მუშაკთა შორის ავტორიტეტით სარგებლობდა, გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, საქმის განსაკუთრებული სიყვარულითა და დაუღალავი შრომის უნარით.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წლის 15 მარტს ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორის, ანდრია აფაქიძის ბრძანებით, სპეცსახსრებიდან გადაიყვანეს ძირითად შტატზე მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1917

ტიპი: თანამდებობა

კონსტანტინე გაბრიელის ძე ჩუბინოვის მოწმობის მიხედვით, ის იყო თბილისში ფხოველის ნავთობის სარეწებისთვის ყველა აუცილებელი მასალისა და ინვენტარის მიღებისა და გადაგზავნის აგენტი, რასაც ხელმოწერით და ბეჭდის დასმით ადასტურებენ გზათა სამინისტროს კანცელარიის მმართველი და საქმეთა მმართველი ფეოფან კობეშავიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 8 ივნისის ბრძანებით, სახელმწიფო სამსახურში ჩარიცხეს საოლქო სამმართველოს თავისუფლად დაქირავებული თანამშრომლები: კლავდია ბაუერი, ნადეჟდა გოლდშადი და ოლგა სოკოლოვა. მათთვის ამავე სამმართველოს კანცელარიის თანამშრომლებს ანგარიშზე თანხა უნდა ჩაერიცხათ (ბაუერისთვის – 1906 წლის 6 ნოემბრიდან, გოლდშადისთვის – 9 ნოემბრიდან და სოკოლოვასთვის – 1-ელი ნოემბრიდან) იმ პირობით, რომ სამოქალაქო სამსახურში ყოფნისას სახელმწიფოს საპენსიო კაპიტალში ყოველწლიურად 7. 20 მანეთს შეიტანდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 იანვარს ფოთის პორტიდან სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების უფრომა გზათა სამინისტროს მისწერა, რომ პორტის უფროსის, I რანგის კაპიტან ჭავჭავაძის მოხსენების თანახმად, ამიერკავკასიის ფლოტის სარდლის მიერ ფოთში ევაკუირებული 33 ვაგონი ფოთის გვერდის ავლით ერთი თვის წინ თბილისში ჩავიდა მომარაგების კომიტეტის, შემდეგ კი გზათა სამინისტროს განკარგულებაში. ფოთის პორტი სამინისტროს სოთხოვს, აღნიშნული მასალების უკიდურესი საჭიროების გამო ისინი დაუყოვნებლივ უკან დააბრუნონ. წერილს ხელს აწერენ მიჩმანი ბ.ჭავჭავაძეც და საქმეთა მწარმოებელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივნისს კავკასიის ოლქის გზათა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ტექნიკოს ვასილ ზაკალინსკის სოხუმი-ახალი სენაკისა და საპატრულო გზის საქმეთა საგამოძიებო-სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებაში ყოფნის შესახებ (ცნობა: ინჟინერ სერგეი მორდვინოვის 7 ივნისის დეპეშა N70). ფაქტი ხელმოწერით ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა და იაკობ პეტრენკომ დაამოწმეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველის მოხსენება აფხაზეთში მიმავალი კომისიის ხარჯებისა და მოხელეთა შესახებ. დაადგინეს, რომ გასაგზავნი კომისიის წევრებისთვის მიღებული ყოფილიყო დღიური ხარჯი სამიდან ხუთ თუმნამდე და ბილეთის ფასი მესამე კლასიდან პირველამდე, რაც უნდა ეცნობებინათ სამინისტროებისთვის. ხელი მოაწერეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, საქმეთა მმართველმა და მდივანმა გრ. რობაქიძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 5 დეკემბრის N61 ბრძანებით, ტყიბულის მაღაროების საანგარიშო ნაწილის სარევიზიოდ და საქმის მდგომარეობის გამოსარკვევად დაინიშნა კომისია პოლკოვნიკ შაიშმელაშვილის თავმჯდომარეობით და სამი წევრის – სამთო ინჟინერ ჯორჯაძის, ტექნიკოს მეფარიშვილისა და ტექნიკური მოანგარიშის, ვილვალინცის – მონაწილეობით.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 იანვრისთვის თბილისის ხაზინასა და სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორაში ანგარიში ჰქონდათ საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ თანამდებობის პირებს: კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს ეგზეკუტორ გრიგორიევს – 99 510 მანეთი და 70 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვს – 200 მანეთი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების უფროს კოირანსკის – 74 მანეთი და 46 კაპიკი; კავკასიის რკინიგზების მატერიალური სამსახურის უფროსის მოადგილე გ. ა. ხატისოვს – 635 763 მანეთი და 02 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების საქმეთა მწარმოებელ ბამოვს – 58 მანეთი და 02 კაპიკი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 თებერვალს გზათა მინისტრის მოადგილემ, მიქაიამ N23 ბრძანებით ტექნიკური სამმართველოს ინჟინერ ვლადისლავ ნოვოდვორსკის რკინიგზის განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ამ თანამდებობის აღმსრულებლის ხელფასის შენარჩუნებით.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 თებერვალს გზათა სამინისტროდან სასურსათო, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის, შრომისა და სახელმწიფო კონტროლის სამინისტროებს სთხოვეს, ეცნობებინათ, დღიურად რამდენი ეკუთვნოდათ იმ მოხელეებს, რომლებიც მთავრობის დავალებით ბაქოში და, საზოგადოდ, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ იგზავნებოდნენ. დოკუმენტი ხელმოწერით ი. მ. მალანიამ და ბუღალტერმა რჩეულიშვილმა დაადასტურეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ფოთის პორტის სამმართველოში მივლინებულმა ფინანსთა სამინისტროს განყოფილების გამგემ, ჭანტურიშვილმა, ფინანსთა მინისტრს ტელეფონოგრამა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფოთის პორტის საცურაო საშუალებები მთავრობის დადგენილებით გზათა სამინისტროს გადაეცემოდა. ხელს აწერს ფინანსთა სამინისტროს კანცელარიის უფროსი შოთაძეც.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 იანვარს ფინანსთა სამინისტროს განყოფილების გამგემ, ჭანტურიშვილმა, გზათა სამინისტროს თანამშრომლებს დეპეშით შეატყობინა, რომ, მთავრობის დადგენილებით, ფოთის პორტის საცურაო საშუალებები გზათა სამინისტროს გადაეცემოდა. ჭანტურიშვილის თქმით, რევიზიის დამთავრებამდე და პორტის მმართველობის გაურკვეველი საკითხების მოგვარებამდე ქონების გადაცემა დაუშვებელი იყო, ამიტომ ამ პროცესის სასწრაფოდ შეჩერება ითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 იანვარს გზათა მინისტრის მოადგილე ისიდორე მალანიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის ერთი თვით შვებულებაში გასვლის გამო, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების თანახმად, 27 იანვრიდან შეუდგა მინისტრის მოვალეობის შესრულებას. დედანთან სისწორეს ვასილევი ადასტურებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 თებერვალს გზათა სამინისტროში N1121 მიმართვის პასუხად მიიღეს უწყება, რომ მთავრობას საზღვარგარეთ გამგზავრებული მოხელეების ხელფასის ოდენობა არ ჰქონდა განსაზღვრული, და რომ ბაქოში გაგზავნილ კომისიის წევრებს რამდენჯერმე დღიურად ას-ასი მანეთი მისცეს. ფაქტი ხელმოწერით სამინისტროს ვიცე-დირექტორმა, საერთო განყოფილების გამგემ და საქმისმწარმოებელმა გ. აშაძემ დაადასტურეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 აპრილს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა მიწათმოქმედების, გზათა და შრომის მინისტრს აუწყა, რომ რიონზე ნაოსნობის მომწყობი და მიმღები კომისიის გზათა სამინისტროს რწმუნებულად აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუა დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 იანვარს, 19:30 საათზე, ტექნიკური საზოგადოების საერთო კრებაზე ინჟინერ ვლადისლავ ედმუნდის ძე ნოვოდვორსკის უნდა წაეკითხა მოხსენება: „ჯულფა-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა და სამუშაოს მდგომარეობა ამ დროისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა მელიქ ასლანოვმა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს მისწერა, რომ კომისარ ჩხენკელს ევაკუაციის დროს დახმარების გაცემის გაუქმებაზე განკარგულება არ გაუცია. კომისიამ აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ დახმარებას არასწორად გასცემდნენ, რაც თითქოს მოსამსახურეთა გაქცევასა და პოსტების დატოვებას იწვევდა. ასლანოვმა ითხოვა, ამ გარემოებისთვის ყურადღება მიექციათ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მაქსიმ კრასნოვი გუშაგად მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, მისი ხელფასი შეადგენდა 188 მანეთსა და 5 კაპიკს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 7 ნოემბრიდან ივან იგნატიევი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ფოსტალიონი იყო. მისი ხელფასი შეადგენდა 182 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნიკიფორე კალინოვსკი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის უფროს შვეიცარად მუშაობდა. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.