რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედაგოგიურმა საბჭომ თბილისში, თელავში, ხაშურში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთში, ბათუმში, სოხუმსა და გალში პედაგოგთა გადამზადების კურსების მოწყობა გადაწყვიტა. მსმენელები ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, პედაგოგიკის, კანონმდებლობისა და სახელმწიფო უფლების ლექციებს მოისმენდნენ, რისთვისაც სახელმწიფომ 200 000 მანეთი გამოყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 აგვისტოს სერაპიონ კონსტანტინეს ძე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში სრულიად საქართველოს ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა დელეგატების პირველი ყრილობა გაიხსნა. ყრილობის პრეზიდიუმში იყვნენ: თავმჯდომარე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, მოადგილეები – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და ივანე ბესარიონის ძე იმნაძე, მდივნები – კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე, ევგენი ნიკოს ძე ოდიშარია და გიორგი გიორგობიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სკოლის გარეშე განათლების ყველა დარგის მოწესრიგება ეროვნულ საბჭოს დაევალა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ელბაქიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ანასტასია გიორგის ასული ერისთავი, ნინო ნიკოლოზის ასული ერისთავი და თამარ ნიკოლოზის ასული ერისთავი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იასონ ისიდორეს ძე ესებუა, დავით მიხეილის ძე ელისაშვილი და ვლადიმერ მათეს (მეთოდეს) ძე ენუქიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სიმონ ნიკოლოზის ძე ედილაშვილი, ბარბარე იოსების ასული ეგნატაშვილი და იაკობ გიორგის ძე ელიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 აპრილს მარიამ აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბერს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულ პედაგოგიურ საბჭოსთან არსებულ საბავშვო წიგნების გამომცემელ კომისიას ქართული საბავშვო ლიტერატურის შეგროვება, ევროპულის თარგმნა, მაღალ დონეზე დასურათება და გამოცემა ევალებოდა. წიგნები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტამბაში უნდა დაებეჭდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 სექტემბერს გიორგი ლევანის ძე თედორაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლაში მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბიშვილი პროგრამულ საგნებთან ერთად სიმღერასაც ასწავლიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 აგვისტოს ირაიდა გაჩეჩილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის მედიკურ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულ საგანმანთლებლო სექციას პირველდაწყებითი და უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლების, საშუალო სკოლებისა და რეალური სასწავლებლების, უმაღლესი და სკოლის გარეშე განათლების, სპეციალური სასწავლებლების (სახელოსნო, საფეიქრო, ხელსაქმე) და წიგნების გამომცემლობის საკითხის მოგვარება დაევალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლა (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) წიგნების ნაკლებობას განიცდიდა, მოსწავლეებს დამატებით ლიტერატურად მხოლოდ წინა წელს შეძენილი „ჯეჯილი“ და „ნაკადული“ ჰქონდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრმა მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილმა განათლების სამინისტროს ონიდან მისწერა, რომ სასწავლებლებს დაბალ საფეხურზე სწავლებისას მოსწავლისთვის ზოგადი ცოდნა უნდა მიეცათ, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელი იყო. მისი თქმით, პირველდაწყებით სკოლაში სწავლა სამწლიანი, ხოლო უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში ოთხწლიანი უნდა ყოფილიყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლში (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 17 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სწავლება 180 დღე მიმდინარეობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამგედ აირჩია ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე, მის მოადგილედ – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ხოლო სახალხო განათლების სექციის წევრებად – ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და ლევან და გრიგოლ იასონის ძე ნათაძეები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ნოემბერს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედაგოგიურმა საბჭომ არსებული წიგნებისა და მომზადებული მასალების შესამოწმებლად შექმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა სახელმძღვანელოების ავტორებსაც უნდა მიეღოთ. კომისიას არსებული და გამოსაცემად მომზადებული წიგნების სიის შედგენაც ევალებოდა. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ლომთათიძემ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) 29-ვე მოსწავლე ქართველი იყო, მართმადიდებლები. ყველანი 10 წელზე ნაკლებისანი იყვნენ, გარდა ერთისა, რომელიც 15 წლის იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში გამართული სრულიად საქართველოს სკოლის მასწავლებელთა ყრილობის დღის წესრიგში იყო: სასკოლო რეფორმა, მასწავლებელთა გადამზადებისა და მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, პედაგოგთა კავშირის წესდების პროექტის განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად ეროვნული საბჭოს აღმსრულებელ ორგანოს დაევალა სხვადასხვა რაიონში პედაგოგთა გადამზადების მოკლევდიანი კურსების შექმნა და პედაგოგთა მატერიალური უზრუნველყოფის ამაღლება, იმ პირთათვის, ვინც სკოლაში მასწავლებლობას დააპირებდა, აუცილებელი ერთწლიანი სავალდებულო კურსების გავლა, სპეციალური კომისიის მიერ სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ ენაზე მომზადება და ქართული უნივერსიტეტის გახსნა.