საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სერგეი ალექსის ძე დოლიძე, ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელია, სპირიდონ კონსტანტინეს ძე დოლიძე და ივანე გიორგის ძე დურგლიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ეკატერინე გაბელია, ნადეჟდა გამყრელიძე, ნინო გედევანიშვილი, სვიმონ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ნიკოლოზ გამყრელიძე და ზოსიმე გველესიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 18 მარტის წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვს, განუმარტონ – ფილიალის წევრებს აქვთ თუ არა საერთო კრებაზე დასწრებისა და გადამწყვეტი ხმის უფლება.

1910

ტიპი: ავტორობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის შეკითხვის საპასუხო წერილში სამსონ ფირცხალავა განმარტავს, რომ განყოფილების ყველა წევრს შეუძლია საერთო კრებაში მონაწილეობა ნამდვილი წევრის უფლებით.

1916

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში ასწავლიდნენ ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე, სკოლაში 44 მოსწავლე იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მარიამ ლომინაძემ განათლება ბათუმის ქალთა გიმნაზიაში მიიღო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885-დან 1904 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი გახდებოდა, ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლა (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე) ომიანობის გამო საკუთარ შენობაში არ იყო მოთავსებული. ნაქირავები შენობა, სადაც სკოლა დროებით მოეწყო, ორსართულიანი იყო, ქვედა სართული კერძო პირს ჰქონდა ნაქირავები. სკოლა მეორე სართულზე იყო, 4 ვიწრო ოთახი ჰქონდა დათმობილი და 2 კლასისთვის ოთახი აკლდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის არჩეულ საგანმანათლებლო სექციის სხდომას დაესწრო სახალხო და უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებელთა კორპორაციის 4 წევრი, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს სასკოლო კომისიისა და საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა წრის – 3-3, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 2 წევრი, ასევე ქართველ ხელოვანთა, ქალთა საზოგადოებისა და გუბერნიის სკოლების წარმომადგენლები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) პროგრამულ საგნებთან ერთად გალობასაც ასწავლიდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო და 29 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე 172 სასწავლო დღე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) 40 ბავშვი გამოცხადდა. მშობლების გადასახლების გამო წლის განმავლობაში სკოლა ათმა მოსწავლემ დატოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბათუმის სკოლას (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) 345 მანეთით დაეხმარა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლას (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) ჰქონდა წინა წლებში შეძენილი 113 სახელმძღვანელო, 2 069 დამატებით საკითხავი წიგნი, 224 წიგნი მასწავლებლებისთვის და 177 ნივთი მოსწავლეებისთვის.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) 44 მოსწავლიდან ერთი რუსი იყო, დანარჩენები ქართველები იყვნენ, მათგან 35 – ქრისტიანი, 9 – მაჰმადიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე) მოსწავლეები 7-დან 10 წლამდე ასაკისანი იყვნენ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილს განათლება თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 თებერვალს დავით ქაიხოსროს ძე იაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს დავით ქაიხოსროს ძე იაშვილი ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 თებერვალს ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სათვისტომოს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დავით ქაიხოსროს ძე იაშვილისთვის საექიმო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბენედიქტე გიორგის ძე თევზაძე, მიხეილ თომას ძე თევდორაშვილი, არსენ არტემის ძე თოდრია, მიხეილ ალექსანდრეს ძე თამაზაშვილი და დომენტი ივანეს ძე თავდუმაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ლუარსაბ ბოცვაძის ქვრივმა, ნინო ბოცვაძემ მისგან ჟურნალ „განათლების“ რედაქციის კლიშეების შეძენა შესთავაზა. გამგეობის დავალებით, პრეზიდიუმმა კლიშეები ცინკოგრაფს შეაფასებინა. გამგეობამ კლიშეებში ლუარსაბ ბოცვაძის ქვრივისთვის 20 000 მანეთი მიცემა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ავტორობა

ილიას ფონდის განკარგვის გეგმისა და დანიშნულების საკითხების გარკვევასთან დაკავშირებულ წერილში სამსონ ფირცხალავა აუწყებს ქუთაისის ფილიალს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების 1909 წლის 20 დეკემბრის საერთო კრების დადგენილებით იმ დროისთვის ფონდში არსებული თანხა სესხად მიეცა სამუზეუმო კომისიას; ფონდის დანიშნულება უცვლელი დარჩა.