საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92887

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარქოს პალადის მიხეილ საბინინმა გაუგზავნა თანხა და სთხოვა დაეარსებინათ სასწავლებელი წმინდა ნინოს მონასტერთან, ქიზიყში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზი“-ს ცნობით ეგზარქოსმა პალადიმ სამღვდელოებას მოუწოდა, რომ გასათვალისწინებელი მიზეზის გარეშე ნუ მოითხოვდნენ ერთი სამრევლოდან მეორე სამრევლოში გადაყვანას, რადგან მღვდელს სულ მცირე 5 წელი უნდა ემსახურა ერთ მრევლში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილისა და ლოტბარ იოსებ რატილის აზრით, ხოროში ერთ მომღერალს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რის გამოც აღნიაშვილმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაში დახმარებოდა მას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილმა დაიწყო ახალი წიგნის დაბეჭდვა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ხელ-ჩართული, ყვავილიანი და გვირგვინიანი ასოები, ძველებური ასოები, სხვადასხვაგვარი არშიები და შოთა რუსთაველის სურათი ბალიშებზე დასაკრავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის მეთერთმეტე წერილის „ქართული პალეოგრაფია“, დასასრული.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობა „დიაბოლინა“, მეხუთე ნაწილი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, პეტერბურგის გაზეთების ცნობით, გარდაიცვალა მომღერალი ანა ბიჩურინა, რომელიც საქართველში დაიბადა და თბილისის დედათა ინსტიტუტში აღიზარდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სურამში არშაკ ლოტუევს შუა ბაზარში გაუტეხეს დუქანი და გაზიდეს ფარჩა, ფული და თამასუქი 70 მანეთისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხაშურში ივანე აკოფოვს ქვითკირის დუქნის კედელი გამოუნგრიეს და წვრილმანი ნივთები მოჰპარეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მამულების მოიჯარე ყ. მაჭავარიანსა და სოფელ ბრილში მცხოვრებთა შორის ქონების აღწერის დროს დაპირისპირა მოხდა, რის გამოც საქმე განსახილველად თბილისის პროკურატურას გადაეცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრენკელის სტამბაში დაიბეჭდებოდა სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ბუნების მოვლენანი“, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა წერილები ბუნებისმეტყველების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ-ლეიტენანტის ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის განცხადებით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრება გაიმართებოდა 20 მაისს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით ალექსანდრე როინაშვილი პეტერბურგში გაემგზავრა თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მშაკის“ ცნობით სტამბოლში დიმიტრი ბაქრაძეს დიდი პატივისცემით შეხვდნენ იქ მოღვაწე ისტორიკოსები და მეცნიერები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ლ. ხიდდეკელისა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა გრიგოლ ტატიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კანვაზედ საკერი ქართული ანბანი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ყარამან მაჭავარიანი ბოქაულ ოჰანეზოვთან ერთად შეხვდა სოფელ ბრილის მოსახლეობას და მოსთხოვა მათზე დაკისრებული გადასახადი გადაეცათ მისთვის, თუმცა ისევ უარი მიიღო. ამის გამო ბოქაულმა ოქმი შეადგინა ბრილში მცხოვრები გლეხების სახელზე და წარუდგინა პროკურორს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ბრილში არსებული სახნავ-სათესი მიწები ნ. დიასამიძემ იჯარით გადასცა ყარამან მაჭავარიანს. სოფელი მაჭავარიანს ემსახურებოდა ისე, როგორც ნ. დიასამიძეს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მოსახლეობამ მაჭავარიანს უარი განუცხადა მუშაობის გაგრძელებაზე, აღარც მიწის გადასახადს აძლევდნენ და აღარც ტყისა, ამიტომ ის იძულებული გახდა სურამის სასამართლოში ეჩივლა მათთვის. მოსამართლე კაფაფოვმა მოიჯარე გაამართლა და გლეხებმაც აღიარეს თავიანთი დანაშაული, თუმცა მაინც ვერ გადაიხადეს მათზე დაკისრებული გადასახადი.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ბრილში არსებული სახნავ-სათესი მიწები თავად ნ. დიასამიძეს ეკუთვნოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მშაკის“ ცნობით ალექსანდროპოლში მთავრობისგან სტამბის გამართვის ნება მიიღო აბრაამ მალხაზიანცმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ გომში გაქურდეს იორდანე აბაზაშვილის დუქანი, საიდანაც 170 მანეთის საქონელი წაიღეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეექვსე ნაწილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით იბეჭდებოდა დავით სოსლანის წიგნი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივი“-ს კრიტიკული განხილვა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალუდა ზვიადაურის ლექსი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბათაკა თოთიაშვილის ლექსი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია თელავში გამართულ „თელავის დამზოგველ-შემნახველ საზოგადოების“ კრების შესახებ. მისი გადმოცემით კრება სრულფასოვნად არცერთხელ არ ჩატარდა და წევრების დაუსწრებლობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ კრება 31 იანვარს შედგა და განიხილეს გასული წლის ანგარიში. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბანკის წევრთა სიაში იყვნენ ისეთი გლეხები და თავადაზნაურები, რომლებიც დათქმულ დროზე არ იხდიდნენ სესხის თანხას ან კიდევ საერთოდ არ იხდიდნენ, ამიტომ ბანკის გამგეობის ახალ წევრებს გულმოდგინედ უნდა ემუშავათ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულიყო.