რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა მთელი თავისი რესურსი და შესაძლებლობა გამოიყენა, რომ სამეურნეო სკოლა დაეარსებინა და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი განათლება მიეცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სამეურნეო სკოლას ფუნქციონირების გასაგრძელებლად თითოეული ქართველისგან დახმარება ესაჭიროებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარდანა ხეთაგური 2 წლის განმავლობაში ცხინვალის მოქალაქეების ქონებას იტაცებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილი ვარდანა ხეთაგური ცხინვალში შეიპყრეს.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 29 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერემია და ონანა გულაზოვები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში თბილისში მყოფმა მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა წარმოადგინეს ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „არკაზანვები“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში მსახიობი ვასილ აბაშიძე სოფელ მეჯვრისხევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, საქართველოში ფილოქსერასა და ვაზის სხვადასხვა დაავადებების გამოსაკვლევად საფრანგეთის სამეურნეო სამრეწველო საზოგადოების წევრი ბონანი ჩამოვიდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი ბეუნარის სკოლის პედაგოგი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი სასულიერო პირი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ბეუმარის სკოლის პედაგოგმა გრიგოლ შავლოხოვმა მადლობა გადაუხადა გორის მაზრის უფროს ალანდერს, რომელმაც ბეუმარის 18 ოსის მოსწავლეს „საბლუზე“ ფარჩა გადასცა და კვლავ აღუთქვა დახმარება.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ გვერდწითელის მამა სიმონ გვერდწითელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გომში რევაზ და სიმონ გვერდწითელებს მამულის გაყოფის გამო დაუპირისპირდა გიორგი ქურდოვანიძე, რომელიც ჩხუბის დროს დაიჭრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონეთში მღვდელ გიორგი კლდიაშვილს ღამით თავს დაესხნენ ავაზაკები, რომლებმაც ის აწამეს და გაქურდეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი კლდიაშვილი სასულიერო პირი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია ნაფიცი ვექილი იყო.