რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 აპრილს მოსკოველი სტუდენტი ევგენი გუგუშვილი ატყობინებს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას, რომ სურს დაეხმაროს ოდიშის ერთ-ერთ 200 კომლიან სოფელს სამკითხველოს დაარსებაში, რომელიც სამომავლოდ საზოგადოების განყოფილებად გადაიქცევა. ამ საქმეში გამოუცდელი სტუდენტი სამოქმედო რჩევა-დარიგებას სთხოვს გამგეობას.
1861
ტიპი: თანამდებობა
1861 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგე იყო ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე, რომელმაც ბიბლიოთეკის სისტემატური და ანბანური ნაწილისაგან შემდგარი კატალოგი გამოსცა.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგემ ადოლფ პეტრეს ძე ბერჟემ თავისი მოვალეობები მუზეუმის გამგებელ გუსტავ ივანეს ძე რადეს გადააბარა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში ი. ივანოვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო და დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წლიდან ვაჭრობდა და მკითხველებს ემსახურებოდა ალადატოვის წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა.
1883
ტიპი: მფლობელობა
1883 წელს ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკა იჯარით აიღო ა. ჭყონიამ და თავის მაღაზიასთან მოათავსა.
1880
ტიპი: მფლობელობა
1880 წელს ყოფილი ი. ივანოვის ბიბლიოთეკა ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარისა და დავით გიორგის ძე ნანუკაშვილის (ნანუკოვი) მფლობელობაში გადავიდა. ბიბლიოთეკა მოთავსებული იყო სასახლის ქუჩაზე, არწრუნის გალერეასთან. ბიბლიოთეკა თავდაპირველად ჯაბადარის სახელით იყო ცნობილი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზ. ა. ჯორჯაძის ღვინის სარდაფთან ქართული წიგნის პატარა ბიბლიოთეკა არსებობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს თბილისში, მიხეილის ქუჩაზე (ახლანდელ აღმაშენებელზე), მასწავლებელ ქალთა საზოგადოების მიერ დაარსებული ო. კაიდანოვის სახელობის იაფფასიანი სახალხო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ტერ-მიქელიანის მიერ გახსნილი წიგნის მაღაზია და სამკითხველო დარბაზი არსებობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წელს გაიხსნა თამამშევის სამკითხველო, რომელმაც 1870-იანი წლების მეორე ნახევრამდე იარსება.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს დავით ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ზაქარია გიორგის ძე ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ივანე დავითის ძე ჯინჭარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს კირილე მაქსიმეს ძე ჯორბენაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს პეტრე ჯუმბარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს დიმიტრი დავითის ძე ჯუმუხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ანა ივანეს ასული ჯუმუხაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ხარლამპ ლაზარეს ძე ძაძამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.