რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 14 ივნისს სოფელ ჭაქვინჯში ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი მაქსიმე ჭანტურია გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა საკუთარი ხარჯითა და შრომით სახლში გახსნა პირველი დაწყებითი სამეურნეო სკოლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე სოლოღოვი გორიდან მეჯვრისხევამდე მგზავრს 2 აბაზის მაგივრად 10 შაურს ახდევინებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დამამთავრებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კორდაკოვის ლოტბარობით საგალობელი შეასრულეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ: ეგზარხოსი პალადი და ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მათ მისვლა ვერ შეძლეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ: კირილე იანოვსკი, ევ. პრესნიაკოვი, ნიკოლაი დარსკი და მონასტირცევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში ახალ აშენებულ თეატრში თბილისის ქართული დასის მსახიობები წარმოადგენდნენ ვასილ აბაშიძის მიერ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიას „ეხლანდელი სიყვარული“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში ახალ აშენებულ თეატრში თბილისის ქართული დასის მსახიობები წარმოადგენდნენ ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ციმბირელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივნისს საქართველოს ეგზარხოსმა პალადიმ კახეთში წმ. ნინოს მონასტერი და ალავერდის სობორო მოინახულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში ახალაშენებულ თეატრში თბილისის ქართული დასის მსახიობები: მარო საფაროვ-აბაშიძისა, ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, ვასილ აბაშიძე, კოტე ყიფიანი, ავქსენტი ცაგარელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვა წარმოადგენდნენ ავქსენტი ცაგარლის ორმოქმედებიან ფარსს „ბაიყუში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივნისს საქართველოს ეგზარხოსი პალადი იმყოფებოდა კახეთში, სადაც მოინახულა შუამთისა და ალავერდის მონასტრები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლებს ზედამხედველმა ტატიშვილმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ლ. გაჩეჩილაძის ლოტბარობით იგალობეს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლაში მეორე და მესამე კლასის მოსწავლეთა წლიურ გამოცდას სკოლის ზედამხედველი ტატიშვილი და იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაესწრნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ხატები გადასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაბელინმა მოინახულა სოფ. ხორგა და მოსახლეობას დაზიანებული გზების შეკეთებას დაჰპირდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. გულიშამბაროვი რუსეთის სატეხნიკო საზოგადოების კავკასიის განყოფილების კრებაზე თბილისის გუბერნიის ქარხნებისა და ფაბრიკების შესახებ მოხსენებას წაიკითხავდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს საჩუქრად ხელნაწერი „როსტომიანი“ გადასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს, რომლებმაც მაკრინე ღლონტის თაოსნობით შეგროვებული 82 მანეთი ლატარეა-ალეგრის ღონისძიებისთვის გამოგზავნეს.

