რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აგრონომ ვიქტორ გეევსკის განცხადებით, თბილისის საბაღოსნო სკოლის ვენახს ახალი დაავადება „ანტრაკოზი“ გაუჩნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თერგში ვენახების დაავადების გამოსაკვლევად ვიქტორ გეევკსი გაგზავნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდარში“ მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობის შესახებ წერილი დაიბეჭდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა წიგნი „წერილები ქართულს მწერლობაზე“, რომელიც 3 წერილისგან შდგებოდა. ერთ-ერთი წერილში გადმოცემული იყო შენიშვნები ლექციაზე, რომელიც იოანა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის შესახებ წაიკითხა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკის შეერთების თაობაზე შეადგინეს კომისია, რომლის წევრებად აირჩიეს: ილია ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მირიანაშვილი კერძოდ ასწავლიდა ფრაანგულ ენას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის წიგნი „მამიდა ასმათი“ გასაყიდად დაიბეჭდა. წიგნის ფასი 0.20 კაპიკი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა-შვილი ღერკენაშვილები ცხინვალში, მდინარე ლიახვში დაიხრჩვნენ.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბონანი საფრანგეთის სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოების წევრი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 9 ივლისს სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იაკობ გლახუას ძე ხოჯავა გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 ივლისის ფილიმონ ქორიძემ სურამში კონცერტი გამართა, საიდანაც 20 თუმნამდე თანხა აიღეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში რაჟდენ ჯაჯანაშვილის მიერ შედგენილი „კრებული არითმეტიკულის ამოცანებისა“ დაიბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილი ივანე მაჩაბელის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნისთვის „საკვირველნი ცხოველნი“ სურათებს ამზადებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ძველი ქართული გალექსილი ხელნაწერი იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძე და კონსტანტინე ყიფიანი სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გმართულ წარმოდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შ. დავიდოვის ინიციატივით ცნობათა მთავარი დაწესებულება გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება იყო.

