რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ეფროსინე ქაიხოსროს ასული კლდიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს გიორგი გაბრიელის ძე კობალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ივანე გრიგოლის ძე კობახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ფილიმონ გრიგოლის ძე კობახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ზურაბ სიმონის ძე კობიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს კონდრატი ანტონის ძე კოჩინევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს კონდრატე ბაგრატის ძე კოკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს კოსტა ბესარიონის ძე კოკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ლევან პეტრეს ძე კოკოჩაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს პეტრე ისაკის ძე კონჭუხიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ალექსანდრე სიმონის ძე კორძაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კორინთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს იოსებ ანდრიას ძე კოშორიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ივანე ალექსანდრეს ძე კოტიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ შემოდგომაზე აპირებდა სკოლის გახსნას სოფელ ხელთუბანში და გამგეობას სთხოვდა 3-4 წლით დაეთმო მათთვის ყოფილი ქართული სკოლის შენობა, სანამ ახალ შენობას ააგებდა. გამგეობამ ინსპექტორის თხოვნა დააკმაყოფილა და 4 წლის ვადით დაუთმო ქართული სკოლის შენობა. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მსახურმა ვანო დუშურაშვილმა სექტემბრიდან ხელფასის მომატების თაობაზე. გამგეობამ დაადგინა: ვ. დუშურაშვილისთვის ჯამაგირის მომატების გარეშე მიეცათ 5 მანეთი იანვრის თვემდე, ხოლო შემდეგ განიხილავდნენ ჯამაგირის გაზრდის საკითხს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოაგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მასწავლებელმა კოტე სეხნიაშვილმა სკოლის მდგომარეობის შესახებ და ითხოვა 20 თუმნით დახმარება. გამგეობამ მათ 10 თუმანი გაუგზავნა და სკოლის შეკეთების ხელმძღვანელობა თავად კ. სეხნიაშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ მოხსენება გააკეთა ფილიპე მგელაძემ, რომლის საფუძველზეც გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მზრუნველ არისტოფანე რამინიშვილისთვის, მიეღო მნიშვნელოვანი ზომები სკოლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაითხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამ პერიოდში სკოლაზე თვალ-ყურის დევნება გრიგოლ ბურჭულაძეს დაევალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, რომ სურვილი აქვს სკოლის ეზოში გააშენოს ბაღი, რისთვისაც გამგეობას სთხოვს ფულით დახმარებას, რომლითაც შეიძენს საჭირო ხელსაწყოებსა და ნამყენებს, ასევე სკოლისთვის სჭირდებათ რამდენიმე მერხი. გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მასწავლებლისთვის გამოეგზავნა მერხების ხარჯთაღრიცხვა, ხოლო ბაღის გაკეთებისთვის დახმარება მოეთხოვათ თავად სოფლისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.