საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს მიხაილ ბეჟანის ძე გაბუნიასა და ოთარ დუტუს ძე ძაგანიას ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე, ერთი ქვიტკირისა და ერთიც ხის ერთსართულიანი სახლი და 103 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ლუკა ნიკოლოზის ძე რუხაძეს ქუთაისში ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ვასილ ბუჭუას ძე რუხაძესა და სტეფანე ანდრიას ძე ახობაძეს ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები და მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს გიორგი ზურაბის ძე იოსელიანს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ჰქონდა ორსართულიანი სახლი სარდაფით და 440 კვადრატული საჟენი მიწა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს თომა მამუკას ძე მაღლაფერიძესა და ყარამან მიხეილის ძე კვესელავას ქუთაისში, მესხეთის ქუჩის შესახვევში, ერთსართულიანი ხის სახლი და 215 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ნინო გიორგის ასულ ყაუხჩიშვილს ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი და 264 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ფილიპე ზაალის ძე ცქიტიშვილს ქუთაისში, მესხეთის ქუჩაზე, ერთსართულიანი ხის სახლი და 118 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წელს კატორღამისჯილი ხეთაგური სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბობრინსკი თბილისში ცხოვრობდა. მას „ვეფხისტყაოსანი“ ნათარგმნი ჰქონდა ფრანგულად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სვიმონ არუთინოვი თბილისში ვაჭრად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ოსეფა შახნაზაროვს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის გარემონტება ევალებოდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძესთან ერთად თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, ორსართულიანი სახლი შეიძინა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბობრინსკი კავკასიის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო დავალებათა აღმასრულებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ილია ჭავჭავაძემ ფილიპე ჩიკვაიძეს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ორსართულიანი სახლის სარემონტო სამუშაოების საქმისწარმოება დაავალა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე წინარეხის სკოლის მზრუნველი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ დაწერა მოთხრობა „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ მცხეთის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისთვის 100 მანეთი შეაგროვა. გათხრები ორ-სამ კვირას გაგრძელდა. აღმოაჩინეს I საუკუნის კედლის პოლიქრომული მოხატულობის ფრაგმენტი ქალღვთაების გამოსახულებით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ბაქრაძის სახლში სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენებას პარხლის სახარებისა და შატბერდის კრებულის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს, „განდეგილის“ გამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ, ილია ლუკას ძე ბახტაძემ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა წერილი „Легенда о „Гандегили“, მკითხველს გააცნო ლეგენდა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ პოემის შექმნას.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1891 წლებში ნიკოლოზ ზაქარიას ძე ზიოროვი თბილისის სემინარიის რექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ეისმანი რკინიგზის მიმოსვლის უფროსი გამგებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მღვდელი ნ. ლეონიძე მლეთის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გიორგი დავითის ძე ჩინჩალაძე სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.