რეგისტრირებული ფაქტები81336
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით წინამძღვრიშვილი ცხინვალის დეპეშათა სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიშვილი ალექსანდროპოლის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს ქუთაისის დრამატულ დასში წარმოადგინეს ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი პიესა „უკანონო შობილი“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე ილია ზარაფიშვილმა გამგეობის წევრებს ამხანაგობის წესდების ქართულად დაბეჭდვა შესთავაზა. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრება გაიმართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით გამართულ თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე გადაწყდა, სახელმწიფო ბანკიდან 4 000 მანეთი ესესხათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 იანვარს ქუთაისში მარიამ სიმონის ასულ ღოღობერიძეს 603 მანეთის ღირებულების ვერცხლისა და ოქროს ნივთები მოჰპარეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 23 იანვრიდან ლუკა ისარლოვი თავისი თხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 23 იანვრიდან ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბურჭულაძის თაოსნობით თელავში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში გრიგორ ბურჭულაძის თაოსნობით გამართული წარმოდგენიდან წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მმართველ ერმილე ნაკაშიძეს 51 მანეთი გადასცეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის სასამართლოს განყოფილებაში მიხეილ ერისთავის საქმე განიხილეს. მას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. გ. იუზბაშევმა საქალაქო სკოლების ღარიბი შეგირდების დასახმარებლსდ ქალაქის საბჭოს 500 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ივანეს ძე ლეონიძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას სურათები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 10 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მეუნარგიას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია საჯაროდ უნდა წაეკითხა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სენატის გადაწყვეტილებით, პეტრე ნაკაშიძეს მაზრის მთავრობასთან შეტაკება ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავის სომხურ ეკლესიაში მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიქოვის პარაკლისი გადაიხადეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე ალექსეევი მღვდელ-მონაზონი იყო.