საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81320

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაგრატ ქავთარაძე რაჭის სამაზრო გამგეობის საქმისმწარმოებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვალს ილია თომას ძე პუხაშვილმა 25 მანეთის ღირებულების ავეჯი მოიპარა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბ. კობლუკოვს ხუნდაძემ 200 მანეთი მოჰპარა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი ქუთაისის სამოსამართლო პალატის კანცელარიის მეორეხარისხოვან მოხელედ დანიშნეს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სამაზრო გამგეობის საქმისმწარმოებელი ბაგრატ ქავთარაძე ავადმყოფობის გამო 28 დღით სამსახურიდან დაითხოვეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უღრელიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარჯანიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლაში 41 შეგირდი სწავლობდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ მთავარი გამგეობიდან – 200 მანეთი, საწევრო გადასახადიდან – 1899 მანეთი, ქართული წარმოდგენებიდან – 73 მანეთი და 80 კაპიკი, გაყიდული ავეჯიდან – 76 მანეთი და 10 კაპიკი, სკოლის მდგმურისგან – 70 მანეთი, სახალხო სეირნობიდან – 963 მანეთისა და 65 კაპიკის შემოსავალი მიიღო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ანასტასია თუმანიშვილის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული 3-მოქმედებიანი კომედია „ჯერ თავო და თავო“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტურ ლაისტს „ვეფხისტყაოსნის“ 1300 ტაეპი ჰქონდა გერმანულად თარგმნილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვალს ეკატერინე მაკაროვისას 1500 მანეთი მოჰპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის ნებართვით სოფ. ზემო ნიქოზში პირველმოწამე რაჟდენის სახელობის ტაძრის განახლება გადაწყვიტეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ო. მრევლოვი ექიმი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ ბურნაძე დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავეჯის მოპარვაში ბრალდებული ილია თომას ძე პუხაშვილი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არშაკ ქოჩოროვი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით იაგორ სტეფანოვი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას გრიგოლ დადიანმა 15 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას თენგიზ დადეშქელიანმა 25 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტმა ელენე ლორთქიფანიძის თაოსნობით მასკარადი გამართა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერძენოვი მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილის შემწეობით სოფ. ურიათუბანში სკოლა დაარსდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომლის ბუღალტერიც დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი იყო, სალაროში 46 596. 17 მანეთი ჰქონდა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.