რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-93 წლებში იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებული იყო, რითაც ყოველწლიურად დაახლოებით 150-200 მანეთს ზოგავდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლიდან ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში იაკობ ფანცხავამ ფრანგულად წაიკითხა დარვინის „სახეობათა წარმოშობა“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თვალს ადევნებდა რუსულ პერიოდიკას.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა სავალდებულო საგნების გარდა სპენსერის, ადამ სმიტის, რიკარდოს, მარქსისა და ჯონ სტიუარტ მილის თხზულებებს ეცნობოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდა პუბლიცისტურ და კრიტიკულ სტატიებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფელ ტოლათსოფლიდან ახალციხის მაზრის სოფელ მესხში გადაიყვანეს მასწავლებლად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი ხშირად აწვდიდა გაზეთ „ივერიას“ მასალებს მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ცხოვრებიდან.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილის ინიციატივით სოფელ მესხის სკოლის ძველ ნაწილს ახალი შენობა დაემატა გვერდით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილმა სოფელ მესხის სკოლაში გარეშე სოფლებიდან მოსიარულეთათვის მესხში ღამის გასათევი გამოძებნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს შიო არაგვისპირელის „ჩემო შვინდავ“ „ჯეჯილმა“ ავტორს უკან დაუბრუნა, როგორც უვარგისი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-93 წლებში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რეპეტიტორობის დამსახურებით იაკობ ფანცხავა კარგად იკვებებოდა, რაც დიდი იშვიათობა იყო ხელმოკლე სტუდენტისათვის.

