საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 21 იანვარს კ. ა. ჯაჭვაძემ ლევან გიორგის ძე ჯანდიერთან გამოსამშვიდობებელ კრებაზე თიანეთში წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის შესახებ ისაუბრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას გ. ხითარაშვილმა 5 მანეთი შესწირა, იოსებ კოშორიძემ, ვასილ როსტომაშვილმა და დ. ვ. როსტომაშვილმა – თითო მანეთი, ი. ლაშხაურმა – 40 კაპიკი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა 5 მან. შესწირა, სალომე ჯანდიერისამ, ლიზა თაბუნიძისამ და დ. ა. ნაუმენკომ – თითო მან., ა. ნ. ჭავჭავაძემ – 3 მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას დ. ვ. ხიზანაშვილმა, გ. ხ. ნამორაძემ, გ. დ. გოჯიაშვილმა და თ. ნ. ჯღუთაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ა. ნ. ვაჩნაძემ, ი. ზ. ვაჩნაძემ, ლ. ნ. ყარალაშვილმა, ე. ს. ჯანდიერმა და გ. ზ. ანდრონიკაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ლ. თურქაძემ 30 კაპიკი შესწირა, ცანავამ – 20 კაპ., დოლიაშვილმა – 5 კაპ., კ. ა. ჯაჭვაძემ მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ს. კოხტაშვილმა, ნიკო სირაძემ, გ. შ. თურქაძემ თითო მანეთი შესწირეს, გ. ფიცხელაურმა – 20 კაპიკი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ხაშურში დაიწვა სვიმონ თევდორაძის სასტუმრო „ვარშავა“.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მანსვეტოვი კავკასიის მე-3 მსროლელთა ბატალიონის ქვეითთა ჯარში მსახურობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მახვილაძე თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ხუნდაძე თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსად გადაიყვანეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით წინამძღვრიშვილი ცხინვალის დეპეშათა სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიშვილი ალექსანდროპოლის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ქუთაისის დრამატულ დასში წარმოადგინეს ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი პიესა „უკანონო შობილი“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე ილია ზარაფიშვილმა გამგეობის წევრებს ამხანაგობის წესდების ქართულად დაბეჭდვა შესთავაზა. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრება გაიმართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით გამართულ თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე გადაწყდა, სახელმწიფო ბანკიდან 4 000 მანეთი ესესხათ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 იანვარს სიღნაღში ნიკოლოზ მიქელაძის დაკრძალვაზე დეკანოზმა მ. ს. ბეგიევმა განსვენებულის შრომისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 იანვარს ბანკის თეატრში მსახიობ ლიუდვიგოვის ბენეფისი გაიმართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 იანვარს ქუთაისში მარიამ სიმონის ასულ ღოღობერიძეს 603 მანეთის ღირებულების ვერცხლისა და ოქროს ნივთები მოჰპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 იანვარს მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიქოვი ბათუმში ჩამოასვენეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 23 იანვრიდან ლუკა ისარლოვი თავისი თხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 23 იანვრიდან ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბურჭულაძის თაოსნობით თელავში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ამიროვი მომღერალი იყო.